როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე
ანევრიზმა ყველაზე საშიში გულსისხლძარღვთა დაავადებაა, რომელიც ხშირად ფატალურად სრულდება. სხვადასხვა ტიპის ანევრიზმა არსებობს, თუმცა, ყველაზე გავრცელებული მუცლის აორტის ანევრიზმაა. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ვერაგი დაავადებისგან, ამის შესახებ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ანგიოქირურგი, პროფესორი კოტე ყიფიანი საუბრობს.
- ანევრიზმები, უმეტეს შემთხვევაში, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების გამო ჩნდება. მათ შორის ყველაზე ხშირი მუცლის აორტის ანევრიზმაა. პროცენტულად, მასზე ანევრიზმათა, დაახლოებით, 80% მოდის. ანევრიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სისხლძარღვთა კედლის ათეროსკლეროზული გადაგვარებაა. მაგალითად, თუ ჯანმრთელი აორტის დიამეტრი 2 სანტიმეტრია, 3 ან 4 სანტიმეტრის შემთხვევაში, საქმე უკვე ანევრიზმასთან გვაქვს. თუ ანევრიზმის დიამეტრი 5 სმ-მდეა, მას სჭირდება არაქირურგიული მკურნალობა და დაკვირვება დინამიკაში, მაგრამ თუ უფრო დიდი ზომაა, მისი გასკდომის ალბათობა დიდია და ამიტომ ქირურგიული ჩარევაა აუცილებელი. ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტს მუცლის აორტის 13 სმ-იანი დიამერტის ანევრიზმა ჰქონდა. ეს თითქმით მთელი მუცლის ღრუა.
- უფრო ხშირად რა ასაკში ვლინდება ეს დაავადება?
- ახალგაზრდა ადამიანს ეს დაავადება არ ემართება. მუცლის აორტის ანევრიზმა გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. შეფარდება 1/10-ზეა. მისი საშუალო ასაკია 65 წელი. 55 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა უნდა გაიკეთოს ექოსკოპია და შეამოწმოს, ხომ არ არის ამ დაავადების რიკს-ჯგუფში. რისკ-ჯგუფებში, პირველ რიგში, ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც ეს დაავადება გენეტიკაში აქვს, ასევე მწეველები, ვისაც ათეროსკლეროზი აქვს...განაგრძეთ კითხვა