ვინ არიან ამიშები: იდუმალი ხალხი, რომლებიც თანამედროვეობას გაემიჯნნენ - ისინი არ უსმენენ მუსიკას, არ იღებენ ფოტოებს, აქვთ საკუთარი ენა
ამიშები ერთ-ერთი ყველაზე დახურული და იდუმალი რელიგიური საზოგადოებაა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ, ალბათ, მთელ მსოფლიოში. ამ "არაჩვეულებრივი ხალხის" კულტურა და ცხოვრება სავსეა მრავალი საიდუმლოებით.
ამიშების შესახებ ბევრი წიგნი დაიწერა, მიუხედავად მათი იზოლაციისა დანარჩენი საზოგადოებისგან. ჰოლივუდს უყვარს მათ შესახებ ფილმების გადაღება, სადაც ისინი ძალიან უცნაურად არიან წარმოჩენილები. დიახ, ამიშების კულტურა უსასრულოდ იზიდავს გარე დამკვირვებლებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ცხოვრების წესი ხშირად არასწორად არის გაგებული.
სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან იმაზე მეტი იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...
ამიშების სარწმუნოებრივი დოქტრინა ბიბლიის მკაცრ და ზედმიწევნით ზუსტ განმარტებაზეა დაფუძნებული.
1. ცისფერი...
ადამიანები, რომლებიც საქორწილო სამოსს არჩევენ, როგორც წესი, არ იშურებენ ძალისხმევას, დროსა და ფულს. ქორწილი ხომ გრანდიოზული მოვლენაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ამიშების კულტურაში კი პატარძალი უნდა გამოიყურებოდეს მოკრძალებულად, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ის საქორწინო კაბას თავად იკერავს და აუცილებლად ცისფერი უნდა იყოს. მომდევნო წლებში ეს კაბა იქცევა მის საკვირაო სამოსად...განაგრძეთ კითხვა