თუ წონაში დაკლება გსურთ, მაშინ ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა ჩართოთ კვების რაციონში - ცილით ყველაზე მდიდარი საკვების სია - Gemrielia.ge

თუ წონაში დაკლება გსურთ, მაშინ ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა ჩართოთ კვების რაციონში - ცილით ყველაზე მდიდარი საკვების სია

ვისაც წონის კლება ან შენარჩუნება აღელვებს, ცილოვანი საკვების მიღებას განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს. ცნობილია, რომ ცილები წონის კლებასაც უწყობს ხელს და კუნთის შენარჩუნებასაც, რაც თავის მხრივ ცხიმოვანი ფენის წარმოქმნას უშლის ხელს. ზოგადად ცილა საშენი მასალაა ჩვენი სასიცოცხლო უჯრედებისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ცილის შემცველი პროდუქტები კარგად უნდა გვახსოვდეს.

ცილის ხსენებაზე უპირველესაც კვერცხი გვახსნდება და სწორიცაა, კვერცხში მართლაც არის ცილის სასარგებლო რაოდენობა, თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლებიც კვეცხზე ბევრად მეტი რაოდენობით შეიცავენ ცილას.

რამდენი ცილა გჭირდებათ დღეში? ექსპერტები სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 0,8-1,2 გრამი ცილის მოხმარებას გვირჩევენ. მაგალითად, 50 კგ წონის ადამიანს სჭირდება 40-60 გ ცილა.

რამდენი ცილაა ერთ კვერცხში? ბევრს მიაჩნია, რომ ცილის მთავარი წყარო კვერცხია. ცნობისთვის: პირველი კატეგორიის კვერცხი (55-65 გ) შეიცავს 6-7 გ ცილას, ხოლო მესამე კატეგორიის კვერცხი (35-45 გ) 3-4 გ ცილას შეიცავს.

პროტეინები არა მხოლოდ კუნთების სამშენებლო მასალაა, არამედ ხელს უწყობს წონის დაკლებას. ცილოვან საკვებთან ერთად, ჩვენი ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს მეტაბოლიზმზე, რაც ნიშნავს, რომ ის ასტიმულირებს მეტაბოლიზმს.

წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომლებშიც ბევრად მეტი ცილაა, ვიდრე კვერცხში...განაგრძეთ კითხვა