რომელ ქართულ საკვებს აქვს ყველაზე კარგი შეფასება - რა რეიტინგს აქვეყენბს TasteAtlas-ი?
Tasteatlas-მა ქართული კერძების რეიტინგი განაახლა. რეიტინგში 67 სხვადასხვა ტიპის ქართული საკვები მოხვდა. მონაცემები დალაგებულია მომხმარებელთა შეფასებისა და მათ მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით.
გთავაზობთ 10 ქართულ კერძს, რომელმაც მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება მოაგროვა:
რეიტინგში პირველი ადგილი ხინკალს ერგო, მისი შეფასება 4.5-ით არის განსაზღვრული. მეორე ადგილს იმავე ქულით იკავებს აჭარული ხაჭაპური. მესამე ადგილზე კი არის ქათამი კეცზე, მისმა ქულამ 4.4 შეადგინა.
რეიტინგში მეოთხე ადგილზეა მწვადი 4.4 ქულით, მეხუთე ადგილი ერგო ხარჩოს 4.3 ქულით, ხოლო მეექვსე ადგილი 4.3 ქულით დაიკავა ნიგვზიანმა ბადრიჯანმა.
რაც შეეხება მეშვიდე ადგილს, ის დაიკავა ელარჯმა 4.3 ქულით. მერვე ადგილზეა გოზინაყი 4.3 ქულით, მეცხრეზე კი ტენილი ყველი 4.3 ქულით. რეიტინგში ათეულს 4.3 ქულით ხურავს ჩანახი.
წყარო: BPN.GE