თუ თქვენს შვილს გამოცდები აქვს... ნახეთ, რომელი პროდუქტები ეხმარება თავის ტვინს უკეთ მუშაობაში - Gemrielia.ge

თუ თქვენს შვილს გამოცდები აქვს... ნახეთ, რომელი პროდუქტები ეხმარება თავის ტვინს უკეთ მუშაობაში

არსებობს პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა თავის ტვინისთვის და მის უკეთ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ამავდროულად, მათი რეგულარული მოხმარება ხსნის თავის სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნებებს, აუმჯობესებს განწყობას, ააქტიურებს შემეცნების უნარს. გაგიზიარებთ ამ პროდუქტების ჩამონათვალს.


თაფლი და ნიგოზი

დანაყეთ ხუთი ნიგოზი და შეურიეთ 1 ს,კ თაფლი, დაამატეთ მწიკვი დარიჩინი და ჯანჯაფილი (კოჭა). მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში სამჯერ, თითო სუფრის კოვზი.

ხახვის წვენი და თაფლი

გამოწურეთ 1/3 ჭიქა ხახვის წვენი და დაამატეთ 1 ჭიქა თაფლი. მიიღეთ დღეში სამჯერ, თითო ჩაის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს ნარევი არა მხოლოდ ტვინის მუშაობაზე მოქმედებს დადებითად, არამედ იმუნიტეტსაც ამაღლებს.

ნატურალური წვენები

ყოველდღიურად, სადილამდე და ვახშმამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ ახალგამოწურული ბროწეულის, ვაშლის ან სტაფილოს წვენი მონაცვლეობით. მაღაზიაში ნაყიდი წვენი ახალგამოწურულს ვერ შეედრება.

ტვინისთვის და ზოგადად მთელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა შემდეგი მეთოდიც: დილაობით უზმოზე მიირთვით 1 მუჭა ნიგოზი ან ქიშმიში (შეიძლება ორივე ერთადაც), 15-20 წუთში კი თაფლიანი და ლიმონიანი 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ. კიდევ 10-15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ საუზმეც მიირთვათ.