"შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტები, უსიამოვნებები მოსალოდნელია ზემდგომებთან..." - რას მოგვიტანს რეტროგრადული იუპიტერი?
იუპიტერი არის სოციალური პლანეტა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდზე, ისე მთლიანად საზოგადოებაზე, მათ შორის სახელმწიფოზე, საკანონმდებლო ორგანოებსა და ხელისუფლებაზე.
ახლა იუპიტერი ტყუპშია . ეს არ არის ყველაზე ძლიერი ნიშანი იუპიტერისთვის, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი პლანეტა ავლენს თავის ნიჭს. ტყუპში იუპიტერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს კომუნიკაციაზე და სხვებთან ურთიერთობაზე. განსაკუთრებით აქტიურია განათლებისა და ცოდნის სფეროში. მისი გავლენით ყალიბდება საინფორმაციო ნაკადი და მედია სივრცე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ.
9 ოქტომბრიდან კი იუპიტერი ბრუნდება ტყუპის 21 გრადუსიდან, 4 თებერვლამდე ამავე თანავარსკვლავედის 11 გრადუსამდე. რეტროგრადული სვლა კი არის პლანეტის უკუ მოძრაობა, დედამიწელი დამკვირვებლის თვალით დანახული. ნებისმიერი პლანეტის რეტროგრადული ფაზა არის მისი მოახლოება დედამიწასთან, რაც ნიშნავს "ზეწოლას" თითოეული ადამიანის ცხოვრების კონკრეტულ სფეროზე.
სახელმწიფო დონეზე, ტყუპში იუპიტერი ხდება ახალი კანონებისა და რეგულაციების წყარო, ასევე იცვლება მიგრაციის მიღების პირობები და განათლება. რეტროგრადული ფაზის დროს შეიძლება ველოდოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ყველა ამ სფეროში. დროა დაუბრუნდეთ წარსულ განათლებას ან განიხილოთ ის, რაც ადრე არ იყო მიღებული.
სახელმწიფო დონეზე მოსალოდნელია ძველ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაბრუნება, პიროვნულ დონეზე კი თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს კომპეტენციის ამაღლების აუცილებლობაზე. იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობა გვაბრუნებს წარსულ მიდგომებთან და ადამიანებთან, ვისთანაც ურთიერთობდით სწავლის პროცესში. ეს შეიძლება იყოს ჩვენი წინა მასწავლებლები ან მეთოდები, რომლებსაც ვიყენებდით ინფორმაციის მოსაპოვებლად და უნარების გასავითარებლად...განაგრძეთ კითხვაhttps://www.ambebi.ge/astrology/horoskopi/sheizleba-carmoishvas-religiuri-konpliktebi-usiamov/13368/