"გაციება გარდაუვალია, მაგრამ მისი სიხშირის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია" - 3 მეთოდი, რომ ბავშვს ვირუსი იშვიათად შეხვდეს - Gemrielia.ge

"გაციება გარდაუვალია, მაგრამ მისი სიხშირის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია" - 3 მეთოდი, რომ ბავშვს ვირუსი იშვიათად შეხვდეს

ექიმები თვლიან, რომ ბავშვის გაციებისგან სრულად დაცვა შეუძლებელია და არც არის აუცილებელი. ცნობილი უკრაინელი ექიმი კომაროვსკი, მაგალითად, თვლის, რომ თუ ბავშვი წელიწადში 12-ჯერ ავადობს ვირუსული ინფექციით, ეს ნორმაა და არ ნიშნავს, რომ მას იმუნიტეტის პრობლემები აქვს. მაგრამ, ბუნებრივია, ბავშვის ავად გახდომა არავის სურს და ყველა მშობლის ოცნებაა, მინიმუმამდე შეამციროს ბავშვის ავად გახდომის შემთხვევები. როგორ შევამციროთ გაციების რაოდენობა ბავშვში? პედიატრებს საამისოდ მინიმუმ, 3 რჩევა აქვთ.

1. იმუნიტეტის ვარჯიში

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმუნური სისტემის კარგად გაწვრთნა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ადამიანებთან კონტაქტით. მაგალითად, ადამიანი კარგად ფლობს უცხო ენას, რადგან მას რეგულარულად იყენებს პრაქტიკაში. იგივეა იმუნური სისტემის შემთხვევაშიც: თუ ბავშვს ჰქონდა კონტაქტი ერთ ვირუსთან, მან იცის როგორ ებრძოლოს მას. მაგრამ თუ ასი ვირუსთან ექნება კონტაქტი, ეცოდინება, როგორ ებრძოლოს ას ვირუსს. ამიტომ, საუკეთესო ვარჯიში, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სხვა ბავშვებთან და უფროსებთან კონტაქტია.

თუ ბავშვი სოციალურ „ვაკუუმში“ გაიზარდა და მცირე კონტაქტი ჰქონდა სხვა ადამიანებთან, ის არ იცნობს ბევრ ვირუსს. არის შანსი, რომ მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღში ან სკოლაში წავა, უფრო ხშირად იავადმყოფოს, ვიდრე სხვებმა. ბავშვს არ განუვითარდება ძლიერი იმუნური სისტემა, სანამ საკმარისად არ იქნება კონტაქტში მიკროსამყაროსთან...განაგრძეთ კითხვა