ფრინველისა და კურდღლის ხორცი, კენკრა... - როგორ შევხვდეთ 2025 წელს, რა უნდა გავაკეთოთ კეთილდღეობის მოსაზიდად და როგორი წელი გველოდება
ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომაც ადამიანები ნელ-ნელა სამზადისსაც იწყებენ და განწყობასაც იქმნიან. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წელი მწვანე ხის გველის წელია. ასტროლოგიაში გველი სიბრძნის, ძალის, მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლოა, ამიტომ მომდევნო წელი საინტერესო ცვლილებებს გვიმზადებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წელი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ჰარმონიასა და ბალანსს შეიტანს. მწვანე ფერი კი განახლებისა და აღორძინების სიმბოლოა.
იმისათვის, რომ 2025 წლის მთავარი მმართველის, მწვანე ხის გველის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და სახლში კეთილდღეობა მოვიზიდოთ, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა დეტალი გავითვალისწინოთ.
როგორ შევხვდეთ 2025 წელს?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, გველი ძალიან ჰარმონიული სიმბოლოა. ამიტომაც, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ 2025 წელს კლასიკური, სადა სამოსით შევხვდეთ. თუმცა, არც ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული სამოსის არჩევა იქნება ურიგო. ასევე, თამამად შეგიძლიათ, აირჩიოთ ისეთი კაბა, რომელიც შუქზე ბუნებრივად ბზინავს - მაგალითად, აბრეშუმის ქსოვილისაგან შეკერილი კაბა, შარვალი თუ სხვა. მთავარია, კოსტიუმი ზედმეტად არაჰარმონიული და გადატვირთული არ იყოს...განაგრძეთ კითხვა