მძიმე დაავადებები, რომლებიც ძალიან ჰგავს გრიპსა და გაციებას - როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საქმე სერიოზულადაა - Gemrielia.ge

მძიმე დაავადებები, რომლებიც ძალიან ჰგავს გრიპსა და გაციებას - როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საქმე სერიოზულადაა

უბრალო გაციების სიმპტომები შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. ასეთი ნიშნები დროულად უნდა ამოიცნოთ, რათა მკურნალობა არ დაგვიანდეს და სავალალო შედეგები არ გამოიწვიოს.

რომელი დაავადებები შეიძლება იმალებოდეს ვირუსული ინფექციის სიმპტომების მიღმა?

1. პნევმონია

ცოტას ახველებს, ცოტას აცემინებს, ცოტა გამონაყარი აქვს - მშობლები ასეთი სიმპტომების მქონე ბავშვისთვის ხშირად ექიმსაც არ ურეკავენ, დარწმუნებულნი არიან, რომ რამდენიმედღიანი მკურნალობა ყველაფერს მოაგვარებს. მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და გაციებას სულ უფრო მეტი ახალი სიმპტომები ემატება, ფრთხილად უნდა იყოთ.

გაციება ერთ კვირაში გაივლის, თუ მეორე უკვე დაწყებულია და ბავშვი არ არის უკეთესი, სავარაუდოდ, ბრონქიტი, ან პნევმონიაა. არ დაგავიწყდეთ, რომ პნევმონია შეიძლება ცხელების გარეშეც მიმდინარეობდეს. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დარეკვა, სისხლის ანალიზი და, შესაძლოა, რენტგენის გადაღებაც.

2. მენინგიტი

ის ასევე იწყება გაციების მსგავსად, მაგრამ შემდეგ ემატება ღებინება, თავის ტკივილი, გამონაყარი და ტემპერატურა საშიშ დონემდე ადის და არ მცირდება სიცხის დამწევი საშუალებებით. მენინგიტის დამოუკიდებლად განკურნება შეუძლებელია...განაგრძეთ კითხვა