"შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები, ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს..." - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
13 ოქტომბრიდან მერკური (გონებისა და კომუნიკაციის პლანეტა) სასწორიდან გადავა მორიელში, სადაც 3 ნოემბრამდე დარჩება. ეს შეიძლება იყოს სტრესული პერიოდი პლუტონთან ასპექტის გამო. არაა გამორიცხული ცხელ გულზე თქვათ რაღაც, რამაც გამოიწვიოს ტრანსფორმაცია: მოვლენების, ადამიანური ფაქტორის. ყურადღებით იყავით საბუთების გაფორმებისას, ვაჭრობისას. განსაკუთრებული დაკვირვება გმართებთ ფინანსურ საკითხებთან:
ვერძი
მეტი ყურადღება მიაქციეთ საერთო ფინანსებს, რესურსებს და ღრმა ცვლილებებს თქვენს სამუშაო დინამიკაში. სასურველია გულდასმით შეაფასოთ კონტრაქტები და შეთანხმებები, რადგან შესაძლოა იყოს დამალული დეტალები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს. ასევე შესაძლებელია აღმოაჩინოთ ფარული ნიჭი ან უნარები, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ თქვენს საქმიანობაზე. მოემზადეთ მოულოდნელი ცვლილებებისთვის სამსახურში.
კურო
13 ოქტომბრიდან ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისთვის, საქმიანი შეხვედრების და დისკუსიებისთვის. შეგიძლიათ დაგეგმოთ გარიგებები, დადოთ კონტრაქტები და სწრაფად მიაღწიოთ საჭირო შეთანხმებებს. ნუ შეგეშინდებათ კამათში თქვენი აზრის დასაბუთებულად დასაცავად. არ არის გამორიცხული, ზოგიერთს გაგიჩნდეთ სურვილი, შეცვალოთ რაღაც ცხოვრებაში, მოიშოროთ ძველი ურთიერთობები და ყველაფერი, რაც წინსვლის შანსს არ გაძლევთ. გექნებათ საკმარისი მონდომება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. ხანდახან ბიზნესში არასტაბილურობას იგრძნობთ, შესაძლოა გარემოებები არ იყოს თქვენს სასარგებლოდ. შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები სამსახურში და დაძაბული ურთიერთობა კოლეგებთან.
ტყუპი
13 ოქტომბრიდან გაგიუმჯობესდებათ სამუშაო ტემპი. შეძლებთ ნაყოფიერ მუშაობას და დაკისრებული ამოცანების ამოხსნას. გადაწყვეტილებების უმეტესობა სწორი და დროული იქნება. თვის ბოლოს მოგიწევთ მცირე აქტუალური საკითხების მოგვარება და რუტინული სამუშაოს შესრულება. მოაწესრიგეთ მაგიდაზე დახვავებული საბუთები და ქვითრები. მოგინდებათ სამუშაო ადგილი უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადოთ. არის შანსი, რომ დამატებითი სამუშაო მოგცენ, ისწავლოთ ახალი, აიღოთ დამატებითი პასუხისმგებლობა.
კირჩხიბი
კომუნიკაცია გახშირდება. შეიძლება გინდოდეთ გაუზიაროთ თქვენი აზრები და მოსაზრებები თქვენს კოლეგებს. გაუმჯობესდება თქვენი აზრების გამოხატვისა და სხვების დარწმუნების უნარი. ეს კარგი შესაძლებლობაა წარმოადგინოთ თქვენი იდეები, პროექტები ან მონაწილეობა მიიღოთ მოლაპარაკებებში. ამასთან გაძლიერდება თქვენი წარმოსახვა და მხატვრულობა. კარგი დროა მწერლების, დიზაინერების, მხატვრებისა და შემოქმედებით სფეროებში ჩართულებისთვის. ამასთან, არ დადოთ დაპირებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. გაითვალისწინეთ თქვენი სამუშაოს პრაქტიკული ასპექტები, როგორიცაა ვადები და პასუხისმგებლობები. თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა გაუმჯობესდება, რაც საშუალებას მოგცემთ დაამყაროთ ახალი კავშირები და უფრო ძლიერი ურთიერთობები...განაგრძეთ კითხვა