"ეს მეთოდები დაგეხმარებათ, რომ სახლი 20-30 წუთში ეფექტურად დაალაგოთ" - რას გვირჩევენ გერმანელები?
გენერალური დალაგება ყოველთვის დიდ დროს მოითხოვს. ხანდახან სახლის მოწესრიგებას მთელი შაბათ-კვირა სჭირდება. არადა, სამწუხაროა კიდეც ამაზე რესურსების ფლანგვა. ამხელა მსხვერპლის გაღება აღარ მოგვიწევს, თუ სახლის ექსპრეს დასუფთავებას ყოველ მეორე დღეს გააკეთებთ, მაშინ შაბათ-კვირას გენერალური დალაგების საჭიროება უბრალოდ, გაქრება.
ბუნებით პედანტი გერმანელები კარგად ერკვევიან ამაში. მათთან ყველაფერი ყოველთვის მოწესრიგებულია, სახლი ყოველთვის დალაგებულია. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ისინი ამას.
მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი
საუბარია აქეთ-იქით მიყრილ ნივთებზე. მანიკურის ნაკრები, სამკაულები, ტანსაცმელი სამებზე, ჭიქები მაგიდაზე, დოკუმენტები და სხვა ნივთები. ამ ყველაფრის დაბინავება კარადებში სივრცეს ბევრად მოწესრიგებულს და დალაგებულს გახდის.საუბარია კონკრეტულად ისეთ ნივთებზე, რომლებიც აფუჭებს ღია სივრცეებს - კარადებს, კომოდებს, თაროებს. ეს მთელ სახლს მოუწესრიგებლობის ეფექტს აძლევს. ამიტომ, რამდენიმე დღეში ერთხელ თქვენ უნდა მოიაროთ თითოეული ოთახი და დააბინავოთ ნივთები.
მოიშორეთ ჭუჭყიანი ჭურჭელი
გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში არც ერთ სამზარეულოს არ უხდება. იდეალური ვარიანტია ჭურჭლის გარეცხვა ჭამის შემდეგვე. თუ მოხდა ისე, რომ გასარეცხი ჭურჭელი დაგიგროვდათ და გერცხვას ვერ ასწრებთ, სტუმრები კარს მოგადგნენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გერმანელი ქალების ლაიფ ჰაკი.ასეთ შემთხვევებში ისინი, როგორც წესი, მალავენ ჭუჭყიან ჭურჭელს ღუმელის ქვეშ არსებულ განყოფილებაში. ბუნებრივია, მხოლოდ იმ პერიოდში, სანამ სახლში სტუმრები არიან. სტუმრების წასვლის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, რეცხავენ ყველაფერს...განაგრძეთ კითხვა