"ეს პროდუქტები ინტელექტსა და აზროვნებას ბავშვობიდან აყალიბებენ..." - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ბავშვის ტვინის განვითარება საშვილოსნოში და სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და მთავარი საფუძველია მომავალი ჯანმრთელობისთვის: მრავალი ფაქტორი, მათ შორის კვება, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ტვინი შემდგომ ცხოვრებაში. ნერვული უჯრედები იზრდება, ერთმანეთთან კავშირს ამყარებს და იქმნება სისტემები, რომლებიც განსაზღვრავენ, რას ფიქრობს და გრძნობს ბავშვი თუ მოზრდილი.
პროცესები და კავშირები, რომლებიც ამ პერიოდში წარმოიქმნება, გავლენას ახდენს სენსორულ სისტემებზე, სწავლაზე, მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარეზე, იმპულსების და განწყობის კონტროლის უნარზე და რამდენიმე ამოცანის გადაჭრის ან დაგეგმვის უნარზეც კი.
ამ კავშირების რაოდენობა და ხარისხი ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის შემდეგ აღარ იცვლება. უფრო სწორად, ამის შემდეგ ტვინში ცვლილებები სიბერემდე თითქმის არ ხდება.
კიდევ რა ახდენს გავლენას ტვინის განვითარებაზე:
- გარემო, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს
- მისი ურთიერთობა მშობლებთან
- ატმოსფერო ოჯახში, რომელშიც ის გაიზარდა...განაგრძეთ კითხვა