"ბავშვები ძალიან ხშირად ყლაპავენ ნივთებს..." - მნიშვნელოვანია, რომ ეს წესები ყველა მშობელმა იცოდეს - Gemrielia.ge

"ბავშვები ძალიან ხშირად ყლაპავენ ნივთებს..." - მნიშვნელოვანია, რომ ეს წესები ყველა მშობელმა იცოდეს

ექიმებმა გიორგილორიამ და ლევანქარაზანიშვილმა გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" ისაუბრეს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვმა რაიმე ნივთი გადაყლაპა:

ლევან ქარაზანაშვილი - პატარები ცნობისმოყვარეები არიან. ყველაფერს ხელის შეხებითა და პირში ჩადებით აღიქვამენ. სამყარო ასე უნდა შეიცნონ. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია, ყველაფერი ავუკრძალოთ. მაგრამ, თავად უნდა ვიცოდეთ, რას მოვარიდოთ და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ.

გიორგი ლორია - გადაყლაპული ნივთებიდან ზოგიერთი საშიშია. თუ პატარა საგანი დაგაკლდათ და გაქვთ ეჭვი, რომ ბავშვმა გადაყლაპა, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

ლევან ქარაზანაშვილი - ხშირ შემთხვევაში, ბავშვებში უცხო სხეულის მოხვედრა, შეიძლება არაფრით გამოვლინდეს. თუმცა, შესაძლებელია, შემდეგი სიმპტომები ახლდეს: ხველა, გულისრევის შეგრძნება, საჭმელზე უარის თქმა, ჭარბი ნერწყვიანობა, ტემპერატურის მატება, ყელში და გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნება, ასევე ხრჩობის შეგრძნება. თუ ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას...განაგრძეთ კითხვა