სტაფილოს წვენი - გემრიელი მკურნალი
სტაფილოს წვენი - გემრიელი მკურნალი


სტაფილო აუცილებელია ორსულებისთვის, რომელთაც ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურთ. სტაფილო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს.

სტაფილო წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გამომუშავებას, აუმჯობესებს მათ აქტივობას და გამანაყოფიერებელ ფუნქციას.

მსოფლიოს ყველა ექიმი გვირჩევს, ყოველდღე მივირთვათ სტაფილო ან ვსვათ სტაფილოს ახალგამოწურული წვენი. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, თვალების გადაღლილობის დროს. ამ ბოსტნეულის ყველაზე ქმედითი სამკურნალო თვისებაა თვალის ბადურას გამაგრება. აუცილებლად მიირთვით სტაფილო, თუ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ.

ნიუკასლის (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტაფილო შეიცავს ნივთიერება ფალკარინოლს, რომელიც სამჯერ ამცირებს სიმსივნური უჯრედების განვითარების რისკს. სტაფილოს წვენი, ვიტამინების ეს უმდიდრესი წყარო, აუმჯობესებს ძვლებისა და კბილების სტრუქტურას.

განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხლის წვენთან ერთად. ღრძილების გასამაგრებლად კარგია სტაფილოს ღეჭვა, ხოლო სტომატიტის დროს საჭიროა სტაფილოს წვენის პირში გამოვლება. ეს ბოსტნეული რეკომენდებულია აგრეთვე ცისტიტის, შეკრულობის, ჰემოროის და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.

მას რთავენ რაციონში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კუჭისა და ნაწლავების მუშაობის სტიმულაციის მიზნით, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად და სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. სტაფილოს გამწვანებული ზედა ნაწილის ჭამა არასასურველია! ის ვნებს გულის მუშაობას.

სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, მენსტრუალური ციკლის სტაბილიზაციასა და აღდგენას. სტაფილოს მიღება რეკომენდებული არ არის წვრილი ნაწლავის ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების დროს.

სტაფილო შეიცავს BC, K, PP ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, კალიუმს, რკინას, იოდს, სპილენძს, ფრუქტოზასა და კაროტინს.
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ძალზე სასარგებლოა. ეს უძლიერესი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს გადაღლისა და დაბერებისგან.
მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017 07:07 p.m.
ნანახია: 8204