"ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის და უკვე ახალი ვირუსი ეწყება..." - კომაროვსკი გირჩევთ, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ავადობა იმუნიტეტის ბრალი არ არის
ჯერ ყელის ტკივილს არ გაუვლია ბოლომდე და ისევ ბრონქიტი დაეწყო... სურდომ გაუარა, ახლა ტემპერატურამ აიწია - ასეთ უსასრულო წრეზე დადიან ზოგჯერ პატარები და მშობლებს ეჩვენებათ, რომ სულ ავად არიან. რა თქმა უნდა, ყველაფერს სუსტ იმუნიტეტს აბრალებენ.
ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ თუ ბავშვი საბავშვო ბაღში ან სკოლაში დადის და რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია წელიწადში 6-დან 12-მდე ემართება, ეს ნიშნავს, რომ ის "ჩვეულებრივი, ნორმალური ბავშვია" და მის იმუნიტეტს მკურნალობა არ სჭირდება.
”ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვი არა მხოლოდ ხშირად ავადდება, არამედ ხშირადაც გამოჯანმრთელდება. როდესაც ადამიანი ვერ იტყვის ფრაზას ”გამოვჯანმრთელდი”, მაშინ კი ზომების მიღებაა საჭირო. როცა თითქმის გამუდმებით ავად ხარ, როცა ყოველი დაცემინება გართულებებით სრულდება...განაგრძეთ კითხვა