"თითოეული ჩვენგანისთვის ტრავმული და კრიზისული პერიოდი იქნება..." - ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები - Gemrielia.ge

"თითოეული ჩვენგანისთვის ტრავმული და კრიზისული პერიოდი იქნება..." - ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში ნამ­დვი­ლად არ მო­ვი­წყენთ, რად­გან თვე საკ­მა­ოდ დი­ნა­მი­კუ­რია და პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლია. პირ­ველ­ში ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა და გრძელ­დე­ბა მარ­სი­სა და პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა. ეს არის რთუ­ლი დრო, რო­მე­ლიც და­ი­წყო ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს და გაგ­რძელ­დე­ბა ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე. სა­ო­ცა­რი ბრძო­ლე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­დე­ბა. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მო­ი­ტანს სი­ცხა­დეს, შე­დე­გებს და დიდ ცვლი­ლე­ბებს. მზე ნო­ემ­ბერ­ში მო­რი­ელ­შია, ძლი­ერ, ჯა­დოს­ნურ, მის­ტი­კურ, ნი­შან­ში. თუმ­ცა, მოდი, თან­მიმ­დევ­რუ­ლად მივ­ყვეთ ას­ტრო­ლო­გი­ურ მოვ­ლე­ნებს და გან­ვი­ხი­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი:

1-ლ ნო­ემ­ბერს, 16:46-ზე, მო­რი­ე­ლის მე-10 გრა­დუს­ზე გვე­ლო­დე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა . უნდა ჩა­ვი­ხე­დოთ სა­კუ­თარ თავ­ში და ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რა­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ვუ­მა­ლავთ სხვებ­საც და სა­კუ­თარ თავ­საც. მოგ­ვი­წევს დის­ციპ­ლი­ნა, მოთ­მი­ნე­ბა, თვით­კონ­ტრო­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი ში­შის დაძ­ლე­ვის სურ­ვი­ლი.

2 ნო­ემ­ბერს მერ­კუ­რი იც­ვლის ნი­შანს, გა­და­დის მშვილ­დო­სან­ში დიდი ხნით, 2025 წლამ­დე 8 იან­ვრამ­დე. რა­ტომ ასე დიდი ხანს? აქ მო­უ­წევს რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა. ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გახ­დე­ბა უფრო პო­ზი­ტი­უ­რი და მოქ­ნი­ლი, და­ვი­წყებთ სტრა­ტე­გი­ულ აზ­როვ­ნე­ბას და გრან­დი­ო­ზულ გეგ­მებს დავ­სა­ხავთ მო­მავ­ლის­თვის. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა უცხო ენე­ბის შე­სას­წავ­ლად, სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, უცხო კულ­ტუ­რის შე­სას­წავ­ლად, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის­თვის. 26 ნო­ემ­ბრი­დან მო­ე­რი­დეთ არა­გო­ნივ­რუ­ლი და სუ­ლე­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ სწავ­ლა, ახა­ლი მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბა.

17 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით მარ­სი პლუ­ტონ­თან ოპო­ზი­ცი­ა­შია. ეს არის ნო­ემ­ბრის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ატა­რებს ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის­თვის სას­ტი­კი ბრძო­ლის ენერ­გი­ებს გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით. იქ­ნე­ბა ქა­ო­სი, და­პი­რის­პი­რე­ბა, ბევ­რი უც­ნა­უ­რი სიკ­ვდი­ლი და გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტის არარ­სე­ბო­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის არის ტრავ­მუ­ლი და კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც უნდა ვი­ყოთ აქ­ტი­უ­რი და ფრთხი­ლი, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. ამ დროს გირ­ჩევთ, იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი და მო­ე­რი­დოთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს.

1-დან 6 ნო­ემ­ბრამ­დე ვე­ნე­რა-იუ­პი­ტე­რის ოპო­ზი­ცია სი­ზარ­მა­ცი­სა და მფლან­გვე­ლო­ბის­კენ მიგ­ვიყ­ვანს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ამ დროს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი არ და­გეგ­მოთ. სურ­ვი­ლი, რომ მი­ი­ღოთ სი­ა­მოვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბი­დან, უნდა იყოს გა­აზ­რე­ბუ­ლი....განაგრძეთ კითხვა