"აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას..." - რა შეიძლება მოამზადოთ ხურმისგან და რა სარგებელი მოაქვს მწიფე ხურმის ჭამას?
გვიანი შემოდგომა ხურმის სეზონია. რატომღაც ხურმის ხსენებაზე ყველას მშრალი და მომწარო გემოს მქონე უსიამოვნო ხილი ახსენდება, სინამდვილეში ხურმა ჩამწიფებული იჭმება, რომელიც ძალიან ტკბილი და გემრიელია. ხურმის ჩირიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია შესაბამის სეზონზე.
აღმოჩნდა, რომ ხურმა არა მარტო გემრიელი, ძალიან სასარგებლო ხილია. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.
რა მოხდება, თუ ყოველდღე ერთ ცალ ხურმას შევჭამთ?
ხურმა იმდენად მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმის დაბერებას უშლიან ხელს, რომ ამ თვისებებით ვაშლს, ბანანას და ფორთოხალს ერთად აღებულს აჭარბებს.
თუ მას სეზონზე ყოველდღიურად მიიღებთ, დაემშვიდობებით კუჭ-ნაწლავის, სისხლ-ძარღვებისგან გამოწვეულ შემაწუხებელ პრობლემებს. აძლიერს იმუნიტეტს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და უჯრედებს კიბოს განვითარებისგან იცავს.
შეგიძლიათ ხურმა საყუნულეშიც შეინახოთ. გაყინვის შემდეგაც ის ინარჩუნებს თითქმის ყველა სასარგებლო თვისებას...განაგრძეთ კითხვა