ჩაის 6 სასარგებლო დანამატი - Gemrielia.ge

ჩაის 6 სასარგებლო დანამატი



1. ანისი - ჩაამატეთ ჩაიში, თუ კი ყელში უსიამოვნო წვის შეგრძნება გაგიჩნდათ , რაც გაციების მიმანიშნებელია. ასეთი ჩაის მიღება მაშინაც შეგიძლიათ, როცა ხველა ახალი დაწყებულია. მისი დახმარებით, უფრო სწრაფად განიკურნებით.

2 ჟასმინი - ქრონიკული დაღლილობის საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა. ასევე აღვიძლებს მადას და აქვეითებს არტერიულ წნევას.

3. ჯანჯაფილი (კოჭა) - მისი ფესვი უამრავი სასარგებლო თვისების მატარებელია. ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ათბობს ორგანიზმს, ებრძვის გაციებას და ბაქტერიებს.

4. კალენდულა - მისი ყვავილები და თესლი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა. კარგია ანგინის ან გაციების დროს.

5. ლავანდა - შესანიშნავი დამამშვიდებელი და ანტისპაზმური ეფექტით ხასიათდება. მისი ჩაი კარგად მოქმედებს ნევროზების და უძილობის დროს.

6.პიტნა - ჩაისთან ერთად დაყენებული მისი სურნელოვანი ფოთლები, დაგეხმარებათ საღამო ხანს მოდუნებასა და დამშვიდებაში.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ასევე სასარგებლოა  გვირილის, ცაცხვის, ლიმონიანი ჩაი, რომელთა  თვისებების შესახებ ფართოდაა ცნობილი.