"ამ შეცდომას ბევრი დიასახლისი უშვებს..." - როგორ გავრეცხოთ და შევინახოთ მწვანილი სწორად
მწვანილი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და იმუნიტეტის გაძლიერებას. სწორად გარეცხვა და შენახვა დაგეხმარებათ, რომ მწვანილის სასარგებლო თვისებები არ დაიკარგოს.
როგორ გავრეცხოთ მწვანილი
- გადარჩიეთ მწვანილი: მოაშორეთ მიწა, ყვითელი და გაფუჭებული ფოთლები.
- ჩაალბეთ მწვანილი 15 წუთით ცივ წყალში, შემდეგ კარგად გარეცხეთ წყლის ნელი ნაკადით. არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები მწვანილის გასაწმენდად.
მწვანილის შენახვის მეთოდები
მწვანილის ხანგრძლივად შესანახად მნიშვნელოვანია მისი სწორად დასაწყობება:
- მწვანილი კონტეინერში – ჩადეთ მწვანილი პლასტმასის კონტეინერში და დაამატეთ ცოტა ცივი წყალი. დააყოვნეთ 8–10 საათი, რომ მწვანილი ტენით გამდიდრდეს. ამის შემდეგ წყალი გადაასხით და კონტეინერი კვლავ მაცივარში შეინახეთ. პერიოდულად გადაასხით დაგროვილი კონდენსატი.
- მწვანილი ჭიქაში – შეგიძლიათ მწვანილი ჩადოთ ჭიქაში ან ქილაში, როგორც თაიგული. ზემოდან პარკი ჩამოაფარეთ და გახვრიტეთ ვენტილაციისთვის. წყალი შეუცვალეთ ყოველდღიურად.
- მწვანილი სველი ქაღალდში ან ნაჭერში – მწვანილი დაახვიეთ სველ ქაღალდში ან სამზარეულო ნაჭერში. ამის შემდეგ მოათავსეთ პარკში, გახვრიტეთ ვენტილაციისთვის და შეინახეთ მაცივარში.
მნიშვნელოვანია, რომ მწვანილს ტენიანობა ჰქონდეს, მაგრამ არა ჭარბი სითხე, რადგან ამან შეიძლება პროდუქტი გააფუჭოს.