დარიჩინის ფუნთუშები - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ, თუ ერთფეროვანი დესერტი მოგბეზრდათ
დესერტი, რომელზეც მსოფლიოში ბუმია - ეს დარიჩინის ფუნთუშებია. მისი მომზადებისა თუ დეგუსტაციის ფოტოებს ხშირად აზიარებენ ცნობილი ინფლუენსერებიც. დარიჩინის ფუნთუშები ძალიან უხდება ცივ სეზონს, განსაკუთრებით, თუ ახალ გამომცხვარს მიირთმევთ. იდეალურია როგორც დილით ცხელ ყავასთან, ისე სტუმრების გასამასპინძლებლად. სწორედ ამიტომ, დროა მისი მომზადება თქვენც სცადოთ. გიზიარებთ დარიჩინის ფუნთუშების რეცეპტს, რომელიც აუცილებლად გამოგივათ.
ცომი:
- რძე - 250 მლ
- საფუარი - 1 ს.კ.
- სპრედი „ოდა“ – 75 გრ.
- შაქარი - 60 გრ.
- კვერცხი - 2 ც.
- ფქვილი - 600 გრ.
- გამაფხვიერებელი - 1 ს.კ.
- ვანილი - 2 ჩ.კ.
- მარილი - ½ ჩ.კ.
შიგთავსი:
- სპრედი „ოდა“ -110 გრ
- ყავისფერი შაქარი - 150 გრ
- დარიჩინი 2 ს.კ.
კრემი:
- შაქრის ფხვნილი - 70 გ
- სპრედი „ოდა“ - 60 გ
- კრემყველი - 200 გ
თასში ჩაასხით თბილი რძე და დაამატეთ საფუარი. მოურიეთ, ვიდრე საფუარი კარგად არ გაიხსნება და გააქტიურდება. პარალელურად, ორთქლზე გაადნეთ სპრედი „ოდა“, რომელიც ქართული პროდუქტია, არ შეიცავს ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს და იდეალურია საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად. საფუარიან რძეს ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, გამდნარი სპრედი, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად, მარილი და ვანილი. კარგად მოზილეთ, გადაიტანეთ სუფთა თასში, გადააკარით გრინის ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ცომი ორჯერ მაინც უნდა გაიზარდოს ზომაში.
შემდეგ ეტაპზე, ცომი გადაიტანეთ დაფაზე, თავიდან ამოზილეთ, გააბრტყელეთ 3-5 მმ სისქეზე, წაუსვით შიგთავსისთვის განკუთვნილი გამდნარი სპრედი, გადაანაწილეთ ყავისფერი შაქრისა და დარიჩინის ნარევი და გაახვიეთ რულეტივით. მიღებული მასა დაჭერით პატარა ნაჭრებად და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, სადაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში კიდევ დააყოვნეთ, რომ ცომი უკეთესად ამოვიდეს. შემდეგ კი 180 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
კრემის მოსამზადებლად კარგად გათქვიფეთ სპრედი „ოდა“, კრემყველი და შაქრის ფხვნილი. მიღებული მასა ცხელ ფუნთუშებზე წაუსვით. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ტიპის კრემიც.
"ოდა" არის ქართული წარმოების სპრედი, რომელიც არ შეიცავს ტრანსცხიმებს და ქოლესტერინს. მისი შეძენა შეგიძლიათ ქვეყნის მასშტაბით მარკეტებსა და სუპერმარკეტებში.