წონასთან ბრძოლის დროს დაშვებული შეცდომები - Gemrielia.ge

წონასთან ბრძოლის დროს დაშვებული შეცდომები

 

რომელია ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულებები, რომელსაც გახდომის მსურველები იზიარებენ?


1. შეუძლებელია გახდე ლოკალურად, სხეულის რომელიმე ცალკეულ მონაკვეთზე! მუცლის გახდომა, ფეხების გახდომა - ასეთი რამ არ არსებობს.

2. ნებისმიერი დიეტის შემდეგ, რომლის კალორაჟიც დღე-ღამეში 1200-ზე ნაკლებია, დაკარგული წონა მალევე დაგიბრუნდებათ.

3. წონასთან ბრძოლის საქმეში ხორცი უფრო ეფექტურია, ვიდრე ხილი.

4. ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური გასახდომი საშუალება გახლავთ აუზი.

5. კუნთოვანი მასის განვითარება გახდომის მთავარი საიდუმლოა. კუნთი მაშინაც კი ხარჯავს კალორიებს, როცა არაფერს აკეთებთ.

6. დევიზი - მთავარია, არ ვჭამოთ - საბოლოოდ წონის კლებაში არ დაგეხმარებათ. ამ საქმეში ყველაზე მთავარი გახლავთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დღიური ბალანსი

7. იოგურტი და მიუსლი არ გახლავთ დიეტური პროდუქტები და გახდომაში ვერ დაგეხმარებიან.

8. ბოლო ლუკმა დაძინებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე შეჭამეთ.

თქვენ წაიკითხეთ ეს აქსიომები და თითქმის არცერთს არ ეთანხმებით? სწორედ ამიტომაც ხართ შორს იდეალური სხეულისგან! სერიოზულად და ნებისყოფით მიუდექით საქმეს და ამ ბრძოლაში გაიმარჯვებთ!
წარმატებებს გისურვებთ!