როგორ მოვაშოროთ ხის დაფას ნივრის/ხახვის სუნი მარტივად და სწრაფად? - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ მოვაშოროთ ხის დაფას ნივრის/ხახვის სუნი მარტივად და სწრაფად? - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

კერძის მომზადებისას ხშირია შემთხვევა, როდესაც ხის საჭრელ დაფაზე ნივრის ან ხახვის სუნი რჩება. ჩვენ გასწავლით მარტივ და ეფექტურ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

ლიმონი და მარილი

limonit_gawmenda

  1. ლიმონის ნახევარი დაფას დააწურეთ და პირდაპირ ლიმონით კარგად გაწმინდეთ.
  2. შემდეგ დაფაზე მოაყარეთ ცოტა მარილი და რბილი ჯაგრისით ან სპონგით გაწმინდეთ.
  3. ჩამორეცხეთ თბილი წყლით და კარგად გაამშრალეთ.

სოდა და ძმარი

xis-dafis-gawmendaa-1732535869.jpg

  1. დაფაზე მოაყარეთ ცოტაოდენი საჭმლის სოდა.
  2. დაასხით ძმარი.
  3. გაწმინდეთ ნაზი ჯაგრისით და ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

ყავის ნალექი

xis_dafis_gawmenda1

  1. დაფაზე მოაყარეთ ცოტა ყავის ნალექი და ნაზად გახეხეთ.
  2. შემდეგ ჩამორეცხეთ თბილი წყლით. ყავის სურნელი ნიორის ან ხახვის სუნს კარგად აშორებს.

რჩევა: რეგულარული გაწმენდის შემდეგ, ხის დაფაზე შეგიძლიათ თხელ ფენად წაუსვათ მინერალური ან ქოქოსის ზეთი, რაც დაფას უკეთ შეინარჩუნებს და სუნის გაჩენას შეამცირებს.