"მთელი წელი ასე ვინახავთ და უგემრიელესია..." - როგორ შევინახოთ ყველი შუშის ქილაში
გემრიელიას "ფეისბუქ" ჯგუფში მომხმარებელი ხათუნა ლომთათიძე ყველის შენახვის მეთოდს გვიზიარებს.
მისი თქმით, ასე შენახული ყველი მთელი წელი ძლებს ისე, რომ არ გაფუჭდეს.
"მთელი წელი ვინახავთ ასე და უგემრიელესია. 5 ლიტრ წყალში 800 გრამი მარილი ნახევარი ჭიქა (200 გრამიანი ჭიქის ნახევარი) შაქარი და ნახევარი ჭიქა ძმარი, ავადუღოთ. 3 ლიტრიან ქილაში ჩავაწყოთ დაჭრილი ყველი ძალიან თხელები არა. მდუღარე (ოღონდ ქილა რომ არ გასკდეს ისეთი ტემპერატურის წყალი) დავასხათ ყველს და დავახუროთ თავზე პლასტმასის თავსახური, არ მოხუფოთ. თეფშზე შემოდეთ რადგან წვენი გასდის რამდენიმე დღე და შემდეგ შეინახეთ ცივ და ბნელ ადგილზე. ახლად ჩაწყობილი წყალი მღვრიეა ქილაში, რამდენიმე დღის შემდეგ იწმინდება და კამკამა წყალი აქვს. სურათზეც სხვადასხვა დღეს გაკეთებულია", - წერს მომხმარებელი.