35 წლამდე და შემდეგ - თუ ამ 6 ვიტამინს იღებთ, ჩათვალეთ, რომ არაფერი გემუქრებათ - Gemrielia.ge

35 წლამდე და შემდეგ - თუ ამ 6 ვიტამინს იღებთ, ჩათვალეთ, რომ არაფერი გემუქრებათ

 

ასაკთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება. ჩვენ ნაკლებ საკვებს ვიღებთ, ნაკლები გვძინავს და ფიზიკურადაც ნაკლებად ვაქტიურობთ. რა ხდება ამ დროს ვიტამინების კუთხით? იცვლება თუ არა ორგანიზმის მიერ მათი მოთხოვნილების ხარისხი?


35 წლამდე

ახალგაზრდობაში ცოტა ვინმე თუ ითვლის ვიტამინებს მილიგრამებში. მაგრამ მაინც ღირს ყურადღების გამახვილება.

ვიტამინი E
ეს ძალიან საჭირო ვიტამინია და აუცილებელია მამაკაცებისთვის- სპერმატოზოიდების გამომუშავებისთვის, ქალებში კი ნაყოფის შენარჩუნებისთვის. ამას გარდა, ეს ძლიერი ანტიოქსიდანტია და მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
ვიტამინ ე-ს შეიცავს მცენარეული ცხიმები: სხვადასხვა სახის ზეთები და მათი შემცველი პროდუქტი - ნიგოზი, მზესუმზირა, არაქისი და ა.შ.

ვიტამინი B9 იგივე ფოლის მჟავა
აუცილებელი ვიტამინია ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მეძუძური დედა საკმარისი ოდენობით იღებდეს მას, რათა რძიდან ბავშვის ორგანიზმში მოხვდეს. მისი მიღება აუცილებელია ორსულობის დროსაც.
ფოლის მჟავას შეიცავს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სალათის ფოთლები, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, სატაცური. იგი ასევე შედის საქონლისა და ღორის ღვიძლში.


35-40 წელი

ეს სტაბილურობის ასაკია, მაგრამ ამავდროულად შესამჩნევი ხდება ნაოჭები და იწყება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ყურადღება უნდა მიაქციოთ კიდევ რამდენიმე ვიტამინს:

ვიტამინი A (რეტინოლი) და ბეტაკაროტინი.
ეს ვიტამინი აუცილებელია თვალის, კანის, ფრჩხილების, თმის ჯანმრთელობისთვის. მისი მიღება ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს.
ვიტამინი ა ძირითადად ცხოველურ პროდუქტებში შედის, მას შეიცავს კვერცხის გული, კარაქი, სუბპროდუქტები. მისი გადაჭარბებული მიღება არასასურველია, რადგან უარყოფითად იმოქმედებს ნერვულ სისტემასა და საკვების მონელებაზე.
ბეტაკაროტინს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება რეტინოლად, მსგავსი მინუსები არ ახასიეთებს. მას ძირითადად შეიცავს ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული და მწვანილი.

ვიტამინი C
ასაკის მატებასთან ერთად მისი საჭიროებაც იზრდება. მისი ნაკლებობის შემტხვევაში ინსულტის რისკი 2.5 ჯერ იზრდება. მისი რეგულარული მიღება წლების განმავლობაში 77%-იტ ამცირებს კატარაქტის რისკს.
ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს უმი კომბოსტო. 150 გ ჩვეულებრივი თეთრი კომბოსტო ან 100 გ ყვავილოვანი კომბოსტო ამ ვიტამინის დღიურ ნორმას უზრუნველყოფს. მაგრამ მოხარშვისას ც ვიტამინი იშლება და შესაბამისად 300 ან 250 გ უნდა მიიღოთ.

45 წლის ზემოთ

ეს ის ასაკია, როცა ჯანმრთელობის დაფასებას განსაკუთრებულად ვიწყებთ. ამ დროს სასურველია ყურადღებით მოვეკიდოთ შემდეგ ვიტამინებს:

D ვიტამინი
აუცილებელია ორგანიზმის მიერ კალციუმის შესათვისებლად, რაც ძვლების სიმტკიცეს უზრუნველყოფს. იგი ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
დ ვიტამინი მზის სხივების ზემოქმედებით გამომუშავდება კანში. ამიტომ აუციელებლია კარგ ამინდში გარეთ სეირნობა. პროდუქტებიდან იგი გვხვდება თევზის ქონში და კვერცხის გულში.

ვიტამინი K

აუცილებელია ძვლებისა და კბილების მინერალიზაციისთვის. მისი ნაკლებობის დროს ჩნდება "ტომრები" და სილურჯეები თვალების ქვეშ.
მას ძირითადად შეიცავს ხბოს ხორცი, ისპანახი, ღვიძლი.