„საობლო ხინკალი“ ერქვა, ცოტა დიდ ქერქში ორ-სამმაგ ხორცს დებდნენ თუშები, თუ სადმე ობოლი ბავშვი იტრიალებდა, მასაც რომ აუცილებლად შეხვედროდა..." - რას ჰყვება ეთერ თათარაიძე?
ფლორისტი და "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე თუშეთში ცნობილ ფოლკლორისტ ეთერ თათარაიძეს სტუმრობდა და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქყვენა. ვიდეოში ეთერ თათარაძე თუშურ ხინკალს ახვევს და თან საინტერესო ისტორიას იხსენებს.
მისი თქმით, ხინკალს რომელსაც ახლა ამაზადებენ „საობლო ხინკალი“ ერქვა, ცოტა დიდ ქერქში ორ-სამმაგ ხორცს დებდნენ თუშები და ასე აკეთებდნენ, რადგან თუ სადმე ობოლი ბავშვი იტრიალებდა, მასაც აუცილებლად შეხვედროდა თავისი წილი.