როგორ მოვაშოროთ სამზარეულოს პრიალა ზედაპირს ნათითურები? - რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები - Gemrielia.ge

როგორ მოვაშოროთ სამზარეულოს პრიალა ზედაპირს ნათითურები? - რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები

სამზარეულოს პრიალა ზედაპირებზე ნათითურების მოშორება მარტივი საქმე არაა, საჭიროა ეს გავაკეთოთ ფრთხილი მეთოდებით, რათა არ დავაზიანოთ ზედაპირი.


"გემრიელიას" ფეისბუკ ჯგუფში, გამოცდილი დიასახლისები გვიზიარებენ ინფორმაციას, თუ როგორ მოვაშოროთ სამზარეულოს პრიალა ზედაპირს ნათითურები სწრაფად და მარტივად:

samzareulos_zedapiris_gawmenda


  • "ერთი წილი სპირტი ან არაყი სამი წილი წყალი უნიკალური საწმენდია ყველა ავეჯს წმენდს", - ცისიერ ლომიძე.
  • "ერთ ჭიქა ვაშლის ძმარში ვაზავებ ერთ ჭიქა წყალს და ვასხამ ისეთ ბოთლში, რომელსაც თავი აქვს შხაპუნა და ვწმენდ მაგით. მოვიხმარე სხვადასხვა ხსნარებიc, მაგრამ არ მომეწონა", - ინგა მინჯორაია.
  • "სველი ხელსახოცი აპრიალებს", - ლელა მაჭარაშვილი.
  • "შუშის საწმენდი სითხით", - ნინო სონღულაშვილი.
  • "ჩვეულებრივი სველი შუშის ტილოთი", - ხათო ჯიჯავაძე.

ეფექტურ მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ სამზარეულოს ზედაპირების სისუფთავისა და ბრწყინვალების შენარჩუნებაში:

samzareulos_gawmenda

რბილი ქსოვილი და წყალი

  1. გამოიყენეთ რბილი მიკროფიბრის ქსოვილი.
  2. დაასველეთ თბილი წყლით და მსუბუქად გაწმინდეთ ზედაპირი.
  3. შემდეგ გაამშრალეთ სუფთა, მშრალი ქსოვილით, რათა არ დარჩეს წყლის ლაქები.

მსუბუქი საწმენდი საშუალება

  1. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება თბილ წყალს.
  2. დაასველეთ მიკროფიბრის ქსოვილი და გაწმინდეთ ზედაპირი.
  3. შემდეგ გარეცხეთ წყალში და გაამშრალეთ მშრალი ქსოვილით.

რა არ უნდა გამოვიყენოთ:


uxseshi_sawmendi


  • უხეში ღრუბლები ან ჯაგრისები, რომლებიც ზედაპირს დააზიანებს.
  • ძლიერი ქიმიკატები, მაგალითად, ბლანტი ხსნარები ან სპირტის მაღალი კონცენტრაცია.
  • ამონიუმის შემცველი საწმენდი საშუალებები, რომლებიც პრიალა ზედაპირს გამოყენებისთანავე დააზიანებს.

ამ მეთოდებით თქვენ მარტივად მოაშორებთ ნათითურებს და შეინარჩუნებთ სამზარეულოს ზედაპირის ლამაზ იერსახეს!