3 განსხვავებული და ორიგინალური იდეა, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას უფრო ლამაზსა და განსაკუთრებულს გახდის!
საახალწლო სუფრა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ეს არის დღე, როცა ოჯახი და მეგობრები ერთად იკრიბებიან ახალი წლის შესახვედრად. ტრადიციული კერძებისა და სასმელებისგან განსხვავებით, შეგიძლიათ სუფრა გაამრავალფეროვნოთ ახალი, საინტერესო და ლამაზი იდეებით, რომლებიც თქვენს სუფრას დაუვიწყარს გახდის.
წარმოიდგინეთ ფერებითა და ტექსტურებით დახუნძლულ კერძებისა და სასმელებს, რომლებიც არა მხოლოდ გემრიელი, არამედ შთამბეჭდავი სანახავიც არის და სტუმრებს ნამდვილი დღესასწაულის განცდას შეუქმნის.
მოემზადეთ, რომ შთაგონებით სავსე იდეები მოირგოთ და თქვენი ახალი წელი აქციოთ ფერად, გემრიელ და მართლაც განსაკუთრებულ დღესასწაულად!
შობის კაპრეზე!
"კანფეტის ჯოხის კაპრეზე" არის აპეტაიზერი, რომელიც მოითხოვს მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტს და მზადდება მხოლოდ რამდენიმე წუთში.
ინგრედიენტები:
- ახალი მოცარელას ნაჭრები
- მწიფე პომიდვრები
- ახალი ბაზილიკის ფოთლები
- ბალზამიკური სოუსი
- ზეთისხილის ზეთი
- მარილი
- მოხალული ბაგეტის ნაჭრები
მომზადების წესი:
- აიღეთ მოგრძო ხის დაფა (ან ნებისმიერი სხვა ზომის, რომელიც შეესაბამება თქვენს შერჩეულ ზომას).
- დაიწყეთ "კანფეტის ჯოხის" ფორმის ზედა ნაწილიდან და მონაცვლეობით დაალაგეთ მოცარელასა და პომიდვრის ნაჭრები, რათა მიიღოთ "კანფეტის ჯოხის" ფორმა.
- დაფაზე მოათავსეთ ახალი ბაზილიკის ფოთლები და ბალზამიკური სოუსით მიუდეთ პატარა ჭუჭელში.
- მირთმევამდე მოცარელასა და პომიდვრებს გადაასხით ზეთისხილის ზეთი და მოაყარეთ მარილი.
- მიიტანეთ სუფრაზე მოხალულ ბაგეტთან, დამატებით ზეთისხილის ზეთთან და ზღვის მარილთან ერთად.
ქათმის საახალწლო სალათი "ნაძვის ხე"
ინგრედიენტები:
- ხრაშუნა და ახალი სალათის ფოთლები
- ქათამის ხორცი და ბეკონი
- მოხარშული დაჭრილი კვერცხი
- ცოტათი ცხარე წითელი ხახვი და რბილი ავოკადო
- ჩერი პომიდორი
- ყვითელი ბულგარული წიწაკა "ვარსკვლავის" გასაფორმებლად
- წითელი ბულგარული წიწაკა "საჩუქრებისთვის" ხის ძირას
მომზადების წესი:
- ნაძვის ხის ფორმირება: სალათის ფოთლები დიდ ლანგარზე დაალაგეთ ისე, რომ ყველაზე დიდი ფოთლები ნაძვის ხის ქვედა ნაწილში იყოს, ხოლო ზედა ნაწილში თანდათანობით პატარა ფოთლები მოათავსეთ, რათა ხის ფორმა მიიღოთ.
- სალათის შრეები: ფოთლებს შორის მოაყარეთ სალათის ინგრედიენტების ნაწილი, გარდა პომიდვრებისა, რომლებიც ბოლოსთვის უნდა შეინახოთ. ზემოდანაც დაამატეთ ინგრედიენტები საბოლოო გაფორმებისთვის.
- დეკორაცია: ჩერი პომიდვრები "სათამაშოებად" დაამატეთ ხის ზედაპირზე.
- ვარსკვლავი და საჩუქრები: ყვითელი ბულგარული წიწაკისგან ვარსკვლავის ფორმა ამოჭერით სპეციალური ფორმით და ხის წვერზე მოათავსეთ. წითელი ბულგარული წიწაკისგან გააკეთეთ სხვადასხვა ზომის "საჩუქრები" და მათ ზედაპირზე ყველი ჩედარის თხელი ზოლებით "ლენტები" მიაკარით.
- დრესინგი: სალათს დრესინგი შეგიძლიათ თქვენი გამოვნებით მოუმზადოთ. თუ მაღაზიაში ნაყიდ დრესინგს იყენებთ, ეცადეთ შეარჩიოთ უფრო ჯანსაღი, ორგანული ან ბერძნული იოგურტის ბაზაზე დამზადებული პრიოდუქტი.
საახალწლო სასმელი
სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 საშუალო ზომის ქვაბი და საცერი.
ინგრედიენტები:
- 1 ბოთლი წითელი ღვინო (მშრალი, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი)
- 2 ჭიქა წყალი
- 1 დარიჩინის ჩხირი
- 6 მიხაკი
- 4 პილპილის მარცვლები
- 4 ს.კ. გრანულირებული შაქარი
- 4 ს.კ. გრანულირებული შაქარი
- 1 ფორთოხლის კანი (შეეცადეთ მაქსიმალურად მოაცილოთ თეთრი შრე)
- 1 ლიმონის კანი (ასევე მოაცილეთ თეთრი შრე)
მომზადების წესი:
- ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი, სანელებლები და ფორთოხლისა და ლიმონის კანი. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში.
- მომზადებული ნარევი გაწურეთ საცერით, რათა მოაცილოთ კანი და სანელებლები.
- გაწურულ სითხეში ჩაასხით წითელი ღვინო. გააცხელეთ, მანამ სანამ ღვინო ორთქლს არ გაუშვებს, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
- სასმელი შეიძლება მიირთვათ მაშინვე ან გააცივოთ და შეინახოთ ჰერმეტულ ჭურჭელში მაცივარში 1 კვირის განმავლობაში. ხელახლა გათბობისას გამოიყენეთ ქვაბი და არა მიკროტალღური ღუმელი, რათა არ დაკარგოს გემო.
ეს სასმელი შექმნის სასიამოვნო და თბილ ატმოსფეროს თქვენს საახალწლო სუფრაზე!