"სულ ასე ვამზადებ და სასწაულად გემრიელი გამოდის!" - დეტალური ინსტრუქცია და რჩევები თუ როგორ უნდა მოამზადოთ იდეალური ლაბასხმული
ლაბა (ხალადეცი) არის ტრადიციული კერძი, რომელიც საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. მისი მომზადება მრავალფეროვანი რეცეპტით შეიძლება – ღორის ფეხებით, ინდაურით ან ქათმით. თუმცა, იდეალური ლაბას მოსამზადებლად მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა.
როგორ მოვხარშოთ ბულიონი ლაბადასხმულისთვის
მომზადება: პირველ რიგში, მოამზადეთ ორი ქვაბი: ერთი დიდი (დაახლოებით 10 ლიტრიანი) და მეორე პატარა (4 ლიტრიანი).
დიდ ქვაბში ჩადეთ საქონლის/ღორის ძვლები და დაასხით ცივი წყალი. პატარა ქვაბში ჩადეთ დანარჩენი ხორცი, დაასხით მდუღარე წყალი და დაამატეთ მარილი – წყალი ოდნავ უნდა იყოს მარილიანი.
ხარშვის პროცესი: როგორც კი ბულიონი ადუღდება, შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ ნელა, სანამ ხორცი ძვლებიდან მარტივად არ გამოეყოფა. საქონლის ძვლების ბულიონში გაჩენილი ქაფი დროდადრო მოაცილეთ, რათა ბულიონი გამჭვირვალე დარჩეს.
ღორის ფეხებით ხარშვისას არ დაუშვათ წყლის ადუღება – მხოლოდ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, რათა ბულიონი სუფთა და არომატული იყოს.
სანელებლები
ლაბისთვის განსაკუთრებული გემოს მისაცემად, გამოიყენეთ სანელებლები:
- 1 ჩ/კ შავი პილპილის მარცვლები
- 0.5 ჩ/კ მწვანე პილპილის მარცვლები
- 3 კბილი ნიორი (შეუცვლელი)
- 3 მიხაკი
- 1 პატარა ტოტი როზმარინი
- 3 ტოტი ბეგქონდარა
- ცოტა ოხრახუში
გაახვიეთ სანელებლები მარლაში, და ჩადეთ ქვაბში. ბოლო ეტაპზე შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი, თუმცა ისინი ბულიონში 15 წუთზე მეტხანს არ უნდა გააჩეროთ.
ლაბის ბულიონში ბოსტნეულის დამატება
ბულიონი გახდება უფრო მდიდარი და არომატული, თუ დაამატებთ ბოსტნეულს:
- 3–4 სტაფილო
- 3 თავი ხახვი
- პრასი (მწვანე ნაწილი)
ეს ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, გაწმინდეთ და მთლიანი ჩადეთ ქვაბში. ხარშვის დასრულების შემდეგ, ბოსტნეული ამოიღეთ და გადაყარეთ, რადგან ის უკვე თავის არომატს ბულიონში გაუშვებს...განაგრძეთ კითხვა