ალეკო ჯავაშვილის გოზინაყის რეცეპტი: "იმაზე ადვილია, ვიდრე ჩვენი დედები და ბებიები აკეთებდნენ... ერთი განსხვავებაა, ნიგოზს არ ვჭრი"
ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი ამჯერად გოზინაყის რეცეპტს გვთავაზობს.
„იმაზე ადვილია, ვიდრე ჩვენი დედები და ბებიები აკეთებდნენ, გთავაზობთ ჩემს ვარიანტს, რომელსაც ერთი მთავარი განსხვავება აქვს - ნიგოზს არ ვჭრი, ვბეგვავ. ასეთი ნოგოზი ადვილად „გემორჩილება“ და მეტ სინოტივეს უშვებს თაფლში, “ - ამბობს მზარეული.
გოზინაყი ალეკო ჯავაშვილის რეცეპტით:
- ინგრედიენტები:
- თაფლი 250 გრ.
- ნიგოზი 500 გრ.
- შაქრის პუდრა 50 გრ. (2 სუფრის კოვზი)