განხვავებული ცომი ალეკო ჯავაშვილისგან: "საოცრად ელასტიური და დაფენოვნებულია. ცხვება ტაფაზეც და ღუმელშიც" - Gemrielia.ge

განხვავებული ცომი ალეკო ჯავაშვილისგან: "საოცრად ელასტიური და დაფენოვნებულია. ცხვება ტაფაზეც და ღუმელშიც"

ფენოვანი ცომით გამომცხვარი ყველაფერი ძალიან გემრიელია, მაგრამ მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ასევე ზედმეტად ცხიმიანია და ბევრი ერიდება მის ხშირ გამოყენებას. ამჯერად ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი ფენოვან ცომს ე.წ. ხინკლის ცომისგან გასწავლით, რომელსაც არც დიდი დრო სჭირდება და არც ბევრი ცხიმი.

„არ სჭირდება მაცივაში რამდენჯერმე დაყოვნება და გადაკეცვები. ეს ცომი უსაფუაროა, მაგრამ საოცრად ელასტიური. ცხვება როგორც ღუმელში, ასევე ტაფაზე. გამოდის უგემრიელესი ფენოვანი ხაჭაპური“ - ამბობს მზარეული.

ცომისთვის დაგჭირდებათ:

  • ფქვილი 1 კილოგრამი
  • ზეთი 1 ჩაის კოვზი
  • წყალი 250 მლ
  • ძმარი 7 გრამი
  • მწკიკვი მარილი

ცომზე წასასმელად:

  • საცხობი მარგარინი 150 გრამი
  • სიმინდის სახამებელი 1 სავსე სუფრის კოვზი. (მარგარინისა და სახამებლის ნაზავი შეგიძლიათ, შეინახოთ და სხვა დროსაც გამოიყენოთ)

განაგრძეთ კითხვა