"ჩემს გურულ ბიჭებს მრავალფეროვანი კერძები უყვართ... ბევრს ვმოგზაურობ და სხვადასხვა ქვეყნიდან სიახლეები ჩამომაქვს" - გაიცანით ტატიანა კვეკვესკირი, რომლის რეცეპტებიც სოციალური ქსელში ძალიან პოპულარულია
ალბათ, სოციალურ ქსელებში საინტერესო და ორიგინალური რეცეპტები, რომლებსაც ტატიანა კვეკვესკირი გვთავაზობს. ტატიანა მოყვარული კულინარია და ამ სფეროში მოღვაწეობა შვილების გამო დაიწყო. როგორც თავად გვეუბნება, სურდა, მის გურულ ბიჭებს მრავალფეროვანი კერძები დაეგემოვნებინათ. დღემდე ეს მათზე ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატულებაა. ალბათ, ვიდეორეცეპტებიდან თქვენც ხშირად გაგიგიათ, რომ კონკრეტულ კერძს თავისი "გურული ბიჭებისთვის" ამზადებს. დღეს ტატიანა კვეკვესკირს უფრო ახლოდან გაგაცნობთ და საინტერესო რეცეპტსაც გაგიზიარებთ, რომლებიც სააღდგომოდ გამოგადგებათ:
- პროფესიით თარჯიმან-რეფერენტი, ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ჩემი პროფესიით მუშაობა შედარებით გვიან დავიწყე, რადგანაც დიდი დრო ჩემს შვილებსა და მათ აღზრდას დავუთმე. კულინარია ბავშვებთან ერთად ვისწავლე. ვფიქრობდი, რომ მათთვის განსხვავებული და მრავალფეროვანი კერძების შეთავაზება ზრუნვისა და სიყვარულის ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობდი, ბავშვებთანაც მაქსიმალურად ბევრ დროს ვატარებდი. როდესაც ჩემი ახლობლები, ნაცნობები ამბობდნენ: "ჩემი შვილი ცუდი მჭამელია, არ ჭამს იმას, რასაც ვუმზადებთ" არ მესმოდა. სულ ვფიქრობდი, რომ თუკი ფანტაზიას მოვიშველიებთ და შვილებს განსხვავებულად შევთავაზებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც გვინდა, რომ მიირთვან, ყველაფერი გამოვა. თავად ყველაფერს ვუკეთებდი და მცირე ასაკიდანვე ვაჩვევდი, რომ სხვადასხვა ისეთი საკვები გაესინჯათ, რომლებიც მათი ზრდისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო. თავდაპირველად, კულინარიით, როგორც გითხარით, ჩემი შვილების გამო დავინტერესდი. არც საკუთარი ბლოგი მქონია და არც ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი ვინმეს. ამისთვის დროც არ მქონდა. სტუდენტი ვიყავი, მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა და პარალელურად დედა ვიყავი. როდესაც ჩემი ბიჭები პატარები იყვნენ, სხვადასხვა კულინარიული გადაცემა გადიოდა და ყურება ძალიან გვიყვარდა. მერე რეცეპტებს ჩვენებურად გადავაკეთებდით და ვამზადებდით. ისინიც ხალისით ერთვებოდნენ პროცესში. თანდათან, თავადაც ბევრი რამ ვისწავლე და გამოცდილება დამიგროვდა.
- როდის გადაწყვიტეთ, საკუთარი ბლოგი შეგექმნათ?
- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსა და ტრადიციებს ვეცნობოდი. პირველი დიდი მოგზაურობა ინდოეთში შედგა. გაოცებული ვიყავი, როდესაც სუნელები, მომზადების განსხვავებული ტექნიკა, უამრავი ფერადი პროდუქტი და კერძი ვნახე. საქართველოში რომ დავბრუნდი, ძალიან ბევრი სუნელი ჩამოვიტანე და ოჯახის წევრებს განსხვავებული კერძები შევთავაზე. ისე მოეწონათ, გადავწყვიტე, სოციალურ ქსელებში არსებულ კულინარიულ ჯგუფებშიც დამეწერა რეცეპტები და სხვა ადამიანებისათვისაც გამეზიარებინა...განაგრძეთ კითხვა