კვების ობიექტის მართვა ოპტიმოს პროგრამით - Gemrielia.ge

კვების ობიექტის მართვა ოპტიმოს პროგრამით

ბიზნესის მართვა სხვადასხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაც რიგ შემთხვევებში იმდენ დროს და ენერგიას მოითხოვს, რომ ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლული მენეჯერი ვერ ახერხებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას წინსვლისა და განვითარებისთვის.

სწორედ ასეთ ვითარებაში აუცილებელი ხდება ისეთი ციფრული ხელსაწყოს გამოყენება, რომელიც საქმეს ბევრად გაამარტივებს, მოგცემთ მზა რეპორტებს, დაგითვლით მარაგებს და შეასრულებს ყველა იმ საქმეს, რაზეც სამუშაო დღის უდიდესი ნაწილი უნდა დაგეხარჯათ.

ოპტიმო - ეს არის სალაროს პროგრამა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა საჭირო ინფორმაციას და საქმეს ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებს.

რაში ეხმარება ოპტიმო კვების ობიექტებს?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ოპტიმო მარტივად აგვარებს მარაგების მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის საკითხს. ოპტიმო, როგორც რესტორნის პროგრამა დაგეხმარებათ უფრო მარტივად აკონტროლოთ შეკვეთები და მუდმივად მზად გქონდეთ მარაგი, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად. ასევე, გააკონტროლებთ შემოსავალს ნებისმიერი ადგილიდან და მოწყობილობიდან.

optimo-1-1739176986.jpg

პროგრამაში პროდუქციის შეყვანით, მუდმივად გექნებათ განახლებული ინფორმაცია თქვენს ობიექტზე, საწყობსა და დახლებზე არსებული პროდუქტების შესახებ, გეცოდინებათ რა რაოდენობით გაქვთ ამა თუ იმ პროდუქტის ნაშთი და რა გაქვთ სასწრაფოდ შესასყიდი.

გარდა ამისა, ოპტიმო მოგაწვდით მზა რეპორტებს, სტატისტიკასა და ანალიტიკას, რათა უკეთ გააანალიზოთ თქვენი ობიექტის მუშაობა, სუსტი და ძლიერი მხარეები და გადადგათ ქმედითი ნაბიჯები წარმატებისკენ.

ოპტიმოს საშუალებით ერთი სივრციდან შეგიძლიათ მართოთ თქვენი კვების ობიექტის რამდენიმე ფილიალი, მიიღოთ ინფორმაცია მათი გაყიდვების, შესყიდვების, მოგებისა და ზოგადად, შემოსავლების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ ოპტიმო ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამაა, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მუდმივად იყოთ საქმის კურსში თუ რა ხდება თქვენს ობიექტზე და თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი თუ შორს ხართ თქვენი ბიზნესისგან.

გარდა ამისა, მისი უპირატესობა ისაა, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს შეინახავთ ისე, რომ არ დამძიმდება თქვენი კომპიუტერული ტექნიკა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროსაც კი დაცული იქნება, დაზღვეული იქნებით მათი დაკარგვისა და განადგურებისგან.

ოპტიმოთი სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის მაღაზიას, დრაივს, საკონდიტროს, კაფეტერიას. იმისთვის რომ დააყენოთ ოპტიმო თქვენს ობიექტზე, უნდა ეწვიოთ საიტს optimo.ge მოითხოვოთ დემო, შეავსოთ აპლიკაცია მინიმალური ინფორმაციით და დაელოდოთ ოპტიმოს წარმომადგენლების ზარს, რომლებიც ყველა შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემენ და დაგეხმარებიან მის დაყენებაში.

პირველი 14 დღის მანძილზე ოპტიმოს გამოყენება სრულიად უფასოა, შემდეგ კი თვეში 40 ლარიდან შეძლებთ მისით სარგებლობას თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

R