"ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დამოკიდებულება, თავის ტკივილი..." - რა ასაკიდანაა რეკომენდებული მოზარდებში ყავის დალევა?
დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს თუ რა ასაკიდან არის რეკომენდებული მოზარდებში ყავის დალევა.
მისი თქმით, დაახლოებით 17-18 წლამდე მოზარდებში კოფეინის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან მისი ხშირი მოხმარება თინეიჯერულ ასაკში დამოკიდებულებასა და შფოთს იწვევს.