განსხვავებული და გემრიელი ტორტი წითელი ხავერდი - ვაჟა წულუკიძის რეცეპტი
თუ ტორტის განსაკუთრებულ რეცეპტს ეძებთ, მაშინ ვაჟა წულუკიძის ეს რეცეპტი თქვენთვისაა. წითელი ხავერდის ტორტი კლასიკური ამერიკული დესერტია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური, ხავერდოვანი ტექსტურითა და ნაზი კრემით.
ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
- ფქვილი - 250გრ
- კაკაო - 4გრ
- ვანილინი - 1 შეკვრა
- გამაფხვიერებელი - 6გრ
- სპრედი „ოდა“ - 110გრ
- შაქარი - 300გრ
- კვერცხი - 2 ცალი
- ძმარი - 5გრ
- რძე - 240მლ
- წითელი საღებავი - 2გრ
ინგრედიენტები კრემისთვის:
- კრემყველი - 500გრ
- შაქრის პუდრი - 100გრ
- ვანილინი - 1 შეკვრა
- ნაღები 35% - 150მლ
ინგრედიენტები დასანამისთვის:
- შაქარი - 100გრ
- წყალი - 150მლ
მომზადების წესი:
თასში მოათავსეთ ფქვილი, დაამატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი და ვანილი. კარგად გადაურიეთ და დროებით გადადეთ.
ძირითადი ინგრედიენტი: სპრედი „ოდა“, რომელიც არ შეიცავს ქოლესტერინს და ტრანსცხიმებს
ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ სპრედი „ოდა“, რომელიც ქართული წარმოების პროდუქტია, არ შეიცავს ქოლესტერინს და ტრანსცხიმებს. „ოდა“ დაარბილეთ და დაჭერით კუბებად, მოათავსეთ თასში და დაუმატეთ შაქარი. ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე გათეთრებამდე, შემდეგ კი დაამატეთ კვერცხი და გააგრძელეთ თქვეფა. გაერთიანებულ მასაში დაამატეთ ძმარი და გათქვიფეთ 1 წუთის განმავლობაში. მიღებულ მასაში ჩაყარეთ მშრალი ინგრედიენტები და შპატულით დელიკატურად გადაურიეთ. შემდეგ ეტაპზე დაამატეთ თბილი რძე, რომელიც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მაწვნით ან კეფირით. მიღებულ ერთიან მასაში კი გადაურიეთ წითელი საღებავი. ცომი მზად არის.
18 სმ დიამეტრის ყალიბში დააფინეთ ალუმინის ფოლგა და წაუსვით ცხიმი. შემდეგ კი ჩაასხით ცომი. წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ 1 სთ-ის განმავლობაში. სრული მზაობის შემდეგ გააგრილეთ და გაჭერით 4 თანაბარ ფენად. სამი ფენა უნდა იყოს იდეალურად სწორი, მეოთხე კი დაფხვენით.
სიროფის მოსამზადებლად შაქარი და წყალი შეურიეთ ერთმანეთს, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადადგით გასაგრილებლად.
შემდეგ კი კრემის მომზადება დაიწყეთ. ამისთვის თასში გადაიტანეთ კრემყველი, დაამატეთ შაქრის პუდრი, ვანილი და ცივი ნაღები. მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ მიქსერით, რომ მიიღოთ ნაზი და ჰაეროვანი კრემი.
შეგვიძლია უკვე ტორტის აწყობა დაიწყოთ. ყალიბში მოათავსოთ საკონდიტრო გამჭვირვალე ლენტი და ჩადეთ პირველი ფენა, რომელსაც წინასწარ მომზადებული სიროფით დანამავთ. ზემოდან თანაბრად გადაასწორეთ კრემის ერთი ფენა. იგივე გავიმეოროთ ბისკვიტის დარჩენილ ორი ფენაზეც, შემდეგ კი მოხსენით ყალიბი და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათის განმავლობაში. უკვე სტაბილიზირებულ ტორტს მოხსენით ლენტი და გარედან შემოლესეთ კრემით. ტორტის გვერდებსა და ზედაპირზე მოაყარეთ ბისკვიტის ნაფშვენები ისე, რომ მთელი ზედაპირი კარგად დაიფაროს.
თქვენი განსაკუთრებული ტორტი წითელი ხავერდი მზად არის!
R