რა საფრთხე შეიძლება შეუქმნათ თქვენს ჯანმრთელობას, თუ ყოველდღე შოკოლადსა და სხვადასხვა ტკბილეულს მიირთმევთ? - Gemrielia.ge

რა საფრთხე შეიძლება შეუქმნათ თქვენს ჯანმრთელობას, თუ ყოველდღე შოკოლადსა და სხვადასხვა ტკბილეულს მიირთმევთ?

ბევრი ადამიანისათვის კანფეტის, შოკოლადის, სხვადასხვა ტკბილეულის გარეშე ყოველდღიურობა წარმოუდგენელია. ტკბილეული ჩვენს განწყობაზეც მოქმედებს და გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა. თუმცა, სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რა საფრთხე შეიძლება შევუქმნათ ჩვენს ჯანმრთელობას, თუ ტკბილეულს ყოველდღიურად მივიღებთ:

1. წონის მომატება

ტკბილეულის ხშირი მოხმარების ერთ-ერთი მთავარი შედეგი წონის მატებაა. კანფეტი, შოკოლადი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რაც ორგანიზმს ცარიელი კალორიებით ამარაგებს. ამ კალორიებს კვებითი ღირებულება არ აქვთ და არც სისავსის განცდას გვიტოვებს, ამიტომ მათი დიდი რაოდენობით მიღება გვინდა.

დროთა განმავლობაში, მსგავსი ტიპის ცხოვრების წესმა შეიძლება სიმსუქნე გამოიწვიოს. სიმსუქნე კი, თავის მხრივ, არაერთ გართულებას იწვევს. მათ შორისაა: დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

2. სტომატოლოგიური პრობლემები

ტკბილეულის გადაჭარბებული მოხმარება ასევე უარყოფითად აისახება კბილების მდგომარეობაზე. შაქარი კბილების გაფუჭების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს პირში ცხოვრობენ, შაქრით იკვებებიან და გამოიმუშავებენ ისეთ მჟავებს, რომლებიც კბილის მინანქარს ანადგურებს. ტკბილეულის რეგულარული მოხმარება კბილების სისუსტეს იწვევს, რამაც შეიძლება ტკივილი, კბილების ცვენა და სხვა არაერთი სტომატოლოგიური პრობლემა განაპირობოს.

3. სისხლში შაქრის დონეზე ნეგატიური გავლენა

ტკბილეული დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს შეიცავს, რომლებსაც ორგანიზმი სწრაფად შეიწოვს. ეს კი სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას იწვევს. მალევე კი შიმშილის, დაღლილობისა და გაღიზიანების შეგრძნება გვიჩნდება, რადგანაც ტკბილეული ენერგიით მხოლოდ მცირე ხნით გვამარაგებს. ერთგვარი მანკიერი წრე იქმნება, როცა ადამიანი ტკბილეულზე, ფაქტობრივად, დამოკიდებული ხდება და ენერგიისა და განწყობის შესანარჩუნებლად, გამუდმებით სურს, რომ მიიღოს...განაგრძეთ კითხვა