"თუ გსურთ, სტუმრები გააკვირვოთ, საქონლის ღვიძლის ტორტი იდეალური არჩევანია!" - ცნობილი მოდელი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვიდეორეცეპტს აქვეყნებს
ცნობილი მოდელი და წამყვანი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის თავის გამომწერებს საქონლის ღვიძლის ტორტის რეცეპტს უზიარებს:
თუ გსურთ, სტუმრები გააკვირვოთ, ღვიძლის ტორტი იდეალური არჩევანია!
ინგრედიენტები:
ბლინებისთვის:
- 600 გრ საქონლის ღვიძლი
- 2 ც კვერცხი
- 200 მლ რძე
- 150 გრ ფქვილი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ჩ/კ შავი პილპილი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
გულსართისთვის:
- 2 ც სტაფილო
- 1 ც ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 4 ც მოხარშული კვერცხი
- 3 ს/კ არაჟანი (ან მაიონეზი, უკეთესი არომატისთვის)
- 1 ჩ/კ მდოგვი
- კამა და მწვანე ხახვი – გემოვნებით
მომზადებების წესი:
ღვიძლის ბლინები:
- ღვიძლი კარგად გარეცხეთ, მოაცილეთ ზედმეტი გარსი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- ბლენდერში მოათავსეთ ღვიძლი, კვერცხი, რძე, მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებულ მასას დაამატეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 15 წუთი.
- ზეთწასმულ ტაფაზე თხელი ბლინები შეწვით.
გულსართი:
- სტაფილო და ხახვი წვრილად დაჭერით, ნიორთან ერთად მოთუშეთ მცირეოდენ ზეთში.
- არაჟანს დაუმატეთ მდოგვი და გახეხილი მოხარშული კვერცხის ნახევარი.
ტორტის აწყობა:
- თითოეულ ბლინს ზევიდან წაუსვით გულსართი და გადააფარეთ მეორე ბლინი. ასე გაიმეორეთ, სანამ ყველა ფენა არ დაიდება.
- ზემოდან გააფორმეთ გახეხილი კვერცხით, კამით და მწვანე ხახვით.
მზად არის! გემრიელად მიირთვით!