5 რეცეპტი ვეგეტარიანული კერძის მოსამზადებლად
ვეგეტარიანულ კვებას მსოფლიოს მასშტაბით და, მათ შორის, საქართველოშიც ძალიან ბევრი ადამიანი მისდევს. ეს არა მხოლოდ ეთიკური ან ეკოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე არჩევანია, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესიცაა. სრულყოფილი ვეგეტარიანული კვება ავსებს ადამიანის ორგანიზმს ვიტამინებით, უჯრედისითა და მინერალებით. სტატიაში გთავაზობთ ვეგეტარიანული კერძის მომზადებისთვის განკუთვნილი 5 რეცეპტს, რომლებიც მსუბუქთან ერთად, საკმარისად ნოყიერიც გამოდის. უფრო მეტ არომატს და გემოვნურ შტრიხებს კი ამ რეცეპტებს სხვადასხვა სახის ჩირეული, თხილეული და მარცვლეული მატებს.
1. ოსპისა და ქეშიუს კატლეტები
ოსპის კატლეტები შესანიშნავი არჩევანია მსუბუქი, მაგრამ ნოყიერი სადილის მოსამზადებლად. კერძი გემრიელთან ერთად მარტივად მოსამზადებელიცაა. ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ოსპი, რომელიც ცილებისა და რკინის წყაროა, ცალკე ქეშიუ კი მდიდარია ტვინისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მაგნიუმითა და სასარგებლო ცხიმებით. ოსპის კატლეტები შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცალკე, ისე ბოსტნეულის გარნირთან ერთად.
ინგრედიენტები:
- 300 გრ ოსპი
- 250 გრ ქეშიუ
- 70 გრ შავი პური
- 1 კვერცხი
- 1 კონა ქინძი
- 50 მლ ტომატის წვენი
- 2 კბილი ნიორი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:
- ოსპი და ქეშიუ რამდენიმე საათით დაალბეთ წყალში.
- ოსპი მოხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
- პური დააქუცმაცეთ, დაუმატეთ ქეშიუ, კვერცხი, ქინძი, ტომატის წვენი, ნიორი, მარილი და პილპილი. დააბლენდერეთ.
- შეურიეთ მოხარშული ოსპი და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.
- მიღებული მასისგან კატლეტები გააკეთეთ და შეწვით მცენარეულ ზეთში.
2. ვეგეტარიანული რულეტი არაქისითა და ქეშიუთი
რულეტი იდეალური არჩევანია ნოყიერი და დაბალანსებული ვეგეტარიანული კერძის მოსამზადებლად. ის შეიცავს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას, რაც სხეულს ენერგიით ავსებს. ქეშიუ და არაქისი ცილებისა და ჯანსაღი ცხიმების მდიდარი წყაროა. ამ რეცეპტში არსებული სრულმარცვლოვანი პური კი დამატებით უჯრედისსა და რთულ ნახშირწყლებს უზრუნველყოფს.
ინგრედიენტები:
- ¾ ჭიქა ქეშიუ
- ¾ ჭიქა არაქისი (მოხალული)
- 5 ნაჭერი მთელმარცვლოვანი პური (დაახლ. 220 გ, დაფშვნილი)
- 1 დიდი თავი ხახვი
- 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 2 კვერცხი (ან ვეგანური ალტერნატივა)
- 2 კბილი ნიორი
- ⅕ ჭიქა ბოსტნეულის ნახარში
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ორეგანო
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
- 1 სუფრის კოვზი ხმელი ოხრახუში
- 1 სუფრის კოვზი ხმელი რეჰანი
- 150 გ ჩედარის ყველი (ან ვეგანური ალტერნატივა)
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ღუმელი გაახურეთ 180°C ტემპერატურაზე.
- არაქისი და ქეშიუ მოხალეთ. მიღებულ მასას შეურიეთ პურის ნამცეცები.
- ხახვი დაჭერით და ზეითუნის ზეთში მოშუშეთ, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. მიღებული მასა (ზეთიანად) დაუმატეთ თხილეულის ნარევს.
- დაამატეთ კვერცხი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი, ნახარში, სუნელები და გახეხილი ყველი.
- კვლავ კარგად აურიეთ და შემდეგ ხელით მოზილეთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
- დატოვეთ 15 წუთით, რათა ინგრედიენტებმა ერთმანეთი კარგად შეიწოვოს.
- ცომს რულეტის ფორმა მიეცით, მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში 180°C ტემპერატურაზე (30 წუთის შემდეგ შეამოწმეთ, რომ ზედმეტად არ გამოშრეს).
- შეგიძლიათ მიირთვათ ცხლად ან გრილად, ბოსტნეულთან ან მსუბუქ სოუსთან ერთად.
3. ჭარხლის სალათი თხილითა და მოცვის ჩირით
თუ გსურთ, რომ კერძი იყოს მსუბუქი, მაგრამ ამავდროულად ნოყიერი, მაშინ ნიგვზიანი ჭარხლის სალათი იდეალური ვარიანტია. ჭარხალი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, თხილეულის მიქსი, (ფსტა და ნიგოზი) ანტიოქსიდანტებისა და ჯანსაღი ცხიმების მდიდარ წყაროს წარმოადგენს, მოცვის ჩირი კი C ვიტამინის საბადოა. საკვები ნივთიერებებით გაჯერებული ეს სალათი გამოდის ძალიან გემრიელი და ჯანსაღი.
ინგრედიენტები:
- 1 დიდი ჭარხალი
- 1 მუჭა ფსტა
- 25 გრ ნიგოზი
- 1 ს/კ მოხალული მზესუმზირას თესლი
- 1 ს/კ მოცვის ჩირი
- 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი
- 1 ჩ/კ სეზამის ზეთი
- 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი
- 0.5 ჩ/კ მარილი
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ჭარხალი მოხარშეთ ან გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გააციეთ და წვრილად გახეხეთ.
- მოცვის ჩირი დაჭერით, ფსტა და ნიგოზი მსხვილად დააქუცმაცეთ და დაამატეთ ჭარხალს.
- მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ მზესუმზირას და სეზამის ზეთი, ვაშლის ძმარი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
- ჭარხალს დაუმატეთ თხილეული და მოცვი, მოასხით მომზადებული სოუსი და კარგად აურიეთ.
- ბოლოს დაამატეთ მზესუმზირას თესლი და 10 წუთი გააჩერეთ, რომ არომატით გაჯერდეს.
4. მაკარონი ჭარხლით და ნიგვზით
უგემრიელესი სპაგეტი ჭარხლითა და ნიგვზით იდეალური არჩევანია ვახშმისთვის, რომელიც არა მხოლოდ გემრიელი გამოდის, არამედ სასარგებლო და ჯანსაღიცაა. ჭარხალი მაკარონს ვარდისფერ ელფერს აძლევს, ამასთანავე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ხოლო ნიგოზი შეიცავს სასარგებლო ცხიმებსა და ანტიოქსიდანტებს. ეს კერძი მსუბუქი, მაგრამ ნოყიერი ვახშამია.
ინგრედიენტები:
- 100 გრ მაკარონი
- 180 გრ ჭარხალი
- 40 გრ ნიგოზი
- 1 კბილი ნიორი
- 40 მლ მზესუმზირას ზეთი
- 5 გრ ახალი ოხრახუში
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ჭარხალი მოხარშეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.
- მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში.
- ნიგოზი და ნიორი ცალ-ცალკე მსუბუქად შეწვით და დააქუცმაცეთ.
- ტაფაზე გააცხელეთ მზესუმზირას ზეთი, გადაიტანეთ ჭარხალი, ნიორი და ნიგოზი.
- დაამატეთ მოხარშული მაკარონი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ და მსუბუქად მოხრაკეთ.
- მოაყარეთ ოხრახუში.
5. რუკოლას პესტო ნიგვზით
ვახშმისთვის მომზადებულ მაკარონს, ბოსტნეულს ან პურს იდეალურად ერწყმის რუკოლასა და ნიგვზის პესტო. ეს ვეგეტარიანული არომატული სოუსი ვიტამინებით და მინერალებით არის მდიდარი: ნიგოზი ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
ინგრედიენტები:
- 4 ჭიქა რუკოლა
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
- 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 12 კბილი ნიორი
- 2 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)
- 1 ჩ/კ მარილი
- შავი პილპილი გემოვნებით
- ნახევარი ან მთლიანი ლიმონის წვენი
მომზადება:
- ნიორი დაბალ ცეცხლზე მოხალეთ და გაასუფთავეთ.
- ნიგოზი ასევე მსუბუქად მოხალე.
- ბლენდერში მოათავსეთ რუკოლა, მარილი, ნიგოზი და ნიორი, თანდათანობით ჩაამატეთ ზეითუნის ზეთი.
- გადმოიტანეთ ჯამში, დაუმატეთ პარმეზანი, პილპილი და ლიმონის წვენი.
მიირთვით გემრიელად!
ვეგეტარიანული, ჯანსაღი და ნოყიერი კერძის მოსამზადებელი ინგრედიენტები შეგიძლიათ მოიმარაგოთ ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 500-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ჩაისა და ყავას სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
- 032 2 42 47 97
- www.chemimaragi.ge
- www.facebook.com/chemimaragi
R