როგორ უნდა მივიღოთ ჩია სწორად? - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
ბოლო წლებში ჩიას თესლი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჯანსაღი კვების მიმდევრებს შორის. ჩია მდიდარია საკვები ბოჭკო უჯრედისით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ცილებით და ანტიოქსიდანტებით.
ჩიას თესლის შესახებ მრავალი კვლევა არსებობს, მათგან ერთ-ერთმა, რომელიც 2012 წელს Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ჩიას თესლში არსებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას, რაც ამცირებს გულის დაავადებების რისკს. 2017 წლის კვლევამ (European Journal of Clinical Nutrition) კი აჩვენა, რომ ჩიას თესლი ანელებს ნახშირწყლების შეწოვას, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას და შეიძლება სასარგებლო იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.
ჩიას ყველაზე ხშირად იყენებენ ასევე წონაში დასაკლებად. კვლევებით დასტურდება, რომ რომ ჩიას თესლის რეგულარული მოხმარება ზრდის საკვების მონელების პროცესს და ნივთიერებათა ცვლას (მეტაბოლიზმს). თუმცა, გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა ან ყაბზობა.
დიახ, კვლევების მიხედვით, ჩიას თესლი უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, მაგრამ ზომიერება აუცილებელია. ასევე სწორად უნდა განვსაზღვროთ დოზები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას დავუკავშირდით. მასთან ერთად განვიხილეთ, ჩიას მიღების წესებს, ვის შეუძლია მისი მიღება, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ორგანიზმს და რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ?
ლაშა უჩავა:
- ჩიას თესლი ნამდვილად სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის შეიცვას მთელ რიგ ვიტამინებსა და მინერალებს: ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რაზეც გასული თვეში ძალიან საინტერესო კვლევები გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ ის ნამდვილად დიდი სარგებლის მომტანია გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემებისთვის. ჩია ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობისთვის, მიკროფლორის გაჯანსაღებისთვის, ტვინის გამართული ფუნქციონირებისა და იმუნური სისტემებისთვის, რადგან ჩიაში შემავალი ბოჭკო კვებავს მიკროფლორას.
გარდა ამისა, ჩია შეიცავს მთრთილავ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ანტიოქსიდანტების სახელით ვიცნობთ, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღი უჯრედების დაცვას მავნე ორგანიზმებისგან. ასევე შეიცავს კალცს, რაც აუცილებელია როგორც ძვლოვანი, ასევე თმა, კანისა და ფრჩხილის სტრუქტურისთვის. ეს ჩამონათვალი ჩიას სძენს იმ სასარგებლო ნიშან-თვისებებს, რის გამოც იმსახურებს, რომ ყოველდღიურ რაციონში ჩავსვათ...განაგრძეთ კითხვა