თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება - Gemrielia.ge

თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

„პურატოს საქართველო“ და „არტიზან ჯგუფი“ 8-9 მარტს ჭოველიძის 14 ნომერში მდებარე სივრცე „ოპუსში“აწყობენ არტიზანული შოკოლადის ფესტივალს,სადაც მონაწილეობენ ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებლები: ”არტიზან ჯგუფი“,“შიკოლი“, “ჩირიფრუტი“ და „დაქიშვილის ხელნაკეთი შოკოლადი“.

პურატოსი საერთაშორისო ბრენდია,რომელიც ბელგიაში 1919 წელს დაარსდა და ამჟამად 135 ქვეყანაშია წარმოდგენილი.კომპანია აერთიანებს საკონდიტრო,საცხობ და შოკოლადის მიმართულებას.საკუთარ კაკაოს პლანტაციებიდან,განსაკუთრებულ პირობებში ახდენს ნედლეულის ფერმეტაციას და ბრიუსელის შოკოლადის ეკო ქარხანაში აწარმოებს სხვადასხვა სახეობის შოკოლადს. ასევე დიდ ქველმოქმედებას ახორციელებს ფერმერების მიმართ. კომპანიის მთავარი გამოწვევა გარემოზე ზრუნვა და ინოვაციების დანერგვაა.

„პურატოს საქართველო“ პირველი ბრენდია საქარველოში,რომელიც საკონდიტრო სფეროში ოფიციალური ფილიალით არის წარმოდგენილი.

არტიზან ჯგუფი ერთ-ერთი პირველი არტიზანული შოკოატელიეა,რომელიც უკვე 8 წელია მომხმარებელს სთავზობს უგემრიელეს ხელნაკეთ შოკოლადებს.

არტიზანული შოკოლადის ფესტივალის ფარგლებში, როგორც შოკოლადის მოყვარულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის იგეგმება მასტერკლასები,შოკოლადის დამზადება- დაგემოვნება და სახალისო აქტივობები. ფესტივალში მონაწილე შოკოატელიები სპეციალურ ასორტიმენტს და ფასებს შესთავაზებენ სტუმრებს.მუსიკოსი ნინო ღავთაძე კი იზრუნებს უგემრიელესი შოკოლადით გამოწვეული ემოციები მელოდიურად ააცეკვოს.

დასწრება თავისუფალია.

არტიზანული შოკოლადის ფესტივალი ყოველ წლიურად ჩატარდება და მისი მიზანი იქნება ხელნაკეთი შოკოლადის კულტურის ამაღლება,რომელიც აერთიანებს სიჯანსაღეს, უნიკალურ გემოვნურ თვისებებსა და ხელოვნებას.

R