ქალაქი, სადაც 500 გრამი მანდარინის ქერქი 9 650 დოლარი ღირს - რატომ დაედო ციტრუსს "ოქროს" ფასი და ვინ ჩინელი მეწარმე, რომელიც ქერქმა მილიონერად აქცია - Gemrielia.ge

ქალაქი, სადაც 500 გრამი მანდარინის ქერქი 9 650 დოლარი ღირს - რატომ დაედო ციტრუსს "ოქროს" ფასი და ვინ ჩინელი მეწარმე, რომელიც ქერქმა მილიონერად აქცია

ქსი­ნჰუი (Xinhui) ჩი­ნე­თის პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ბუ­ნე­ბას­თან იდი­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. თუმ­ცა, ყო­ველ შე­მოდ­გო­მა­ზე და ზამ­თარ­ში მისი ქუ­ჩე­ბი უნი­კა­ლუ­რი სურ­ნე­ლით ივ­სე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის უძ­ვე­ლეს ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს - აქ გამ­ხმა­რი მან­და­რი­ნის ძველ, გა­მომშრალ ქერ­ქს “ოქ­როს“ ფასი აქვს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან­და­რი­ნი შე­იძ­ლე­ბა სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც გა­ი­ზარ­დოს, მხო­ლოდ ქსი­ნჰუ­ი­ში მოკ­რე­ფი­ლი ხი­ლის ფა­სია გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი.

ჩი­ნუ­რი სამ­კურ­ნა­ლო ბა­ლა­ხის, წლო­ბით დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი და გა­მომშრა­ლი მან­და­რი­ნის ქერ­ქის სარ­გე­ბე­ლი ჯერ კი­დევ სამ­ხრეთ სონ­გის დი­ნას­ტი­ა­ში (1127–1279) და­დას­ტურ­და.

chineli-fermeri-1741338597.jpg

"წყლი­სა და ნი­ა­და­გის შე­მად­გენ­ლო­ბამ ეს ად­გი­ლი იდე­ა­ლუ­რი გა­ხა­და მან­და­რი­ნის მო­საყ­ვა­ნად. ით­ვლე­ბა, რომ აქ მოყ­ვა­ნი­ლი მან­და­რი­ნის ქერ­ქი უფრო მდი­და­რია და შე­ი­ცავს მეტ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს, ვიდ­რე სხვე­ბი,“ - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლად - ლი, რო­მე­ლიც ჰონგ კონ­გის მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი რეს­ტორ­ნის The Legacy House-ის შეფ-მზა­რე­უ­ლია.

chirebi-1741338619.jpg

გა­მომშრალ მან­და­რი­ნის ქერ­ქს "ჩენ­პი" ეწო­დე­ბა (დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი კანი, მეც­ნი­ე­რუ­ლად უწო­დე­ბენ Citri Reticulatae Pericarpium). ის მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვლე­ბა სა­სარ­გებ­ლოდ, თუ ყო­ველ შე­მოდ­გო­მა­ზე და ზამ­თარ­ში ზე­დი­ზედ სამი წელი მა­ინც აშ­რო­ბენ მზე­ზე, ხოლო წლის და­ნარ­ჩენ პე­რი­ოდ­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ ინა­ხე­ბა.

არ­სე­ბობს ქერ­ქის ოთხი ძი­რი­თა­დი ტიპი:

  • მწვა­ნე მან­და­რი­ნის ქერ­ქი (მოკ­რე­ფი­ლი მომ­წი­ფე­ბამ­დე);
  • მან­და­რი­ნის ღია ქერ­ქი (მოკ­რე­ფი­ლი ნო­ემ­ბერ­ში);
  • დიდი წი­თე­ლი მან­და­რი­ნის ქერ­ქი (სრუ­ლად მწიფ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით დე­კემ­ბერ­ში);
  • დიდი წი­თე­ლი მან­და­რი­ნის ზამ­თრის შემ­დგო­მი კანი (შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ზამ­თრის შემ­დეგ, როცა მან­და­რი­ნებს მეტი შა­ქა­რი აქვთ).

განაგრძეთ კითხვა