როგორ მოვაშოროთ ჭურჭელსა და სამზარეულოს დაფას თევზის სუნი?
თევზი ძალიან სასარგებლო და გემრიელი პოდუქტია, თუმცა ზოგჯერ თავს ვიკავებთ მისი მომზადებისგან მძაფრი, უსიამოვნო სუნის გამო. სინამდვილეში, თევზისა და ზღვის პროდუქტების სუნის მოშორება სულაც არ არის რთული და სწორედ ამ მეთოდების შესახებ გესაუბრებით.
სამზარეულოს დაფა
იდეალურ ვარიანტში, სამზარეულოში უნდა მოიძიებოდეს რამდენიმე დაფა და თითოეულს თავისი დანიშნულება ჰქონდეს. სანიტარული თვალსაზრისით, საუკეთესოა პლასტიკატის დაფები, რომლებიც უკეთ ირეცხება. ასევე პრაქტიკულია მინის დაფაც, თუმცა ის მალე იმტვრევა და ჯობს, არჩევანი პლასტიკატის სასარგებლოდ შევაჩეროთ. თევზის სუნს მხოლოდ წყლით ვერ მოვაშორებთ, ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ:
- ლიმონი - ჯერ დაფას ვრეცხავთ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით, შემდეგ კი ვუსვამთ გაჭრილ ლიმონს და ცივ წყალში ვავლებთ;
- ძმარი - 1 ლ ძმარში ვხსნით 5 ს.კ. ძმარს და ამ ხსნარში ვავლებთ დაფას;
- მდოგვის ფხვნილი - ფხვნილს კარგად ვუსვამთ დაფას, ვაჩერებთ ცოტა ხანს და შემდეგ ცხელი წყლით ვრეცხავთ.მარილის ხსნარი 1 ლ ცხელ წყალში ვხსნით 4 ს.კ. მარილს და ვავლებთ გარეცხილ დაფას.
სუფრის ინვენტარი
როგორც წესი, თეფშები და დანა-ჩანგალი ყველაზე კარგად ირეცხება, თუმცა არის შემთხვევა, როდესაც თევზის სუნი არაფრით შორდება მათ. ამ შემთხვევაში კარგი საშუალებაა:
- ძმრის კონცენტრირებული ნარევი, რომლითაც შეიძლება გაიწმინდოს თეფშებიც, დანა-ჩანგალიც და სხვა ინვენტარიც;
- თევზის სუნს ასევე ეფექტურად ებრძვის მარილის კონცენტრირებული ნარევი, რომელშიც 30 წუთით უნდა მოვათავსოთ ჭურჭელი;
- ასევე კარგი ეფექტი აქვს ლუდს - ჯერ ჭურჭელი მუშავდება ლუდში, შემდეგ კი ცხელი წყლით ირეცხება.