"ნიგოზი არა მხოლოდ ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციისა და მეხსიერების დაქვეითების რისკსაც ამცირებს..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე?
პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ რა გავლენას ახდენს ნიგოზის ხშირი მიღება ადამიანის ორგანიზმზე:
უახლესი კვლევის შედეგები:თუ ყოველ დილას საუზმეზე (მაგალითად, მუსლთან და იოგურტთან ერთად) 50 გრამ ნიგოზს მიირთმევთ, თქვენი რეაქციის დრო გაუმჯობესდება მთელი დღის განმავლობაში, ხოლო მეხსიერების მუშაობა დღის ბოლოს გაცილებით უკეთესი იქნება.
რას ამბობს მეცნიერება?
- ნიგოზში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ცილები და ფლავონოიდები დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციაზე.
- ტვინის აქტივობის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ნიგოზის რეგულარული მოხმარება გააუმჯობესებს მენტალური დავალებების შესრულების ეფექტურობას.
- კვლევაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი – ერთ ჯგუფს ნიგოზით მდიდარი საუზმე ჰქონდა, მეორეს კი იგივე კალორიულობის, მაგრამ ნიგოზის გარეშე.
რას ამბობს პროფესორი გიორგი ფხაკაძე?
"ნიგოზი ნამდვილად უნიკალური პროდუქტია! ის არა მხოლოდ ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციისა და მეხსიერების დაქვეითების რისკსაც ამცირებს. ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯანსაღი კვება პირდაპირ კავშირშია გონებრივი შესაძლებლობების ოპტიმიზაციასთან", - წერს გიორგი ფხაკაძე.