როგორ შევინახოთ პროდუქტები მაცივარში: ,,კუპერსბერგის” რჩევები სწორი ორგანიზებისთვის
შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ მაცივარში პროდუქტები მოსალოდნელზე სწრაფად ფუჭდება? პრობლემა შესაძლოა არა ტექნიკაში, არამედ თაროებზე საკვების განაწილებაში იყოს. გერმანული ბრენდი ,,კუპერსბერგი”, რომელიც მაღალი ხარისხის სამზარეულოს ტექნიკას აწარმოებს, გვახსენებს, რომ მაცივრის შიგნით თითოეულ სექციას თავისი დანიშნულება აქვს.
როგორ განვალაგოთ პროდუქტები მაცივარში? ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ტემპერატურა ყველა სექციაში ერთნაირი არ არის. ზედა ნაწილი შედარებით თბილია, შუა ნაწილში საშუალო ტემპერატურაა, ხოლო ქვედა სექცია და უჯრები ყველაზე ცივია. კარის განყოფილებები, გაღების სიხშირიდან გამომდინარე, ტემპერატურულად ყველაზე ნაკლებად სტაბილურია.
სად რომელი პროდუქტი უნდა შევინახოთ
გამომდინარე იქიდან, რომ ზედა თაროები მაცივრის შედარებით თბილი ნაწილია, ის იდეალურია მზა საკვებისა და ისეთი პროდუქტების შესანახად, რომლებსაც მალე გამოიყენებთ. იოგურტი, ხაჭო და დანარჩენი რძის პროდუქტები (გარდა რძისა) კარგად ინახება ზედა თაროებზე.
შუა სექციები კვერცხის, რძის, სოუსებისა და დაფასოებული საკვებისთვის გამოიყენეთ. მართალია, ბევრ ცალკე მდგომ თუ ჩასაშენებელ მაცივარს კვერცხის სათავსოები კარზე აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს პროდუქტი სტაბილური ტემპერატურის მქონე შუა თაროებზე უკეთესად ინახება.
მაცივრის ქვედა ნაწილი ყველაზე ცივია, ამიტომ იდეალურია ისეთი მალფუჭებადი პროდუქტებისთვის, როგორებიცაა ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები. ხორცი და თევზი ყოველთვის უნდა შეინახოთ დალუქულ მდგომარეობაში, რათა სხვა პროდუქტების დაბინძურება არ მოხდეს და მაცივარში სუნი არ გავრცელდეს. ამისათვის გამოიყენეთ კონტეინერი ან სამზარეულოს პლასტირი. თუმცა, საუკეთესო გამოსავალი მაინც ძველი მოწყობილობის ,,კუპერსბერგის” მაცივრით ჩანაცვლებაა, რადგან უახლეს მოდელებში ანტიბაქტერიული ზედაპირია გამოყენებული.
ხილ-ბოსტნეულის უჯრები ტენიანობით გამოირჩევა, რაც ამ პროდუქტების შესანახად აუცილებელია ფაქტორია. თუმცა, სასურველია ხილი და ბოსტნეული ცალ-ცალკე შეინახოთ.
მაცივრის კარზე განთავსებული თაროები ყველაზე თბილი ნაწილია, რადგან გაღება-დახურვის მომენტში ტემპერატურის ცვლილება ყველაზე მეტად სწორედ ამ ნაწილში იგრძნობა. ამიტომ, აქ უნდა შეინახოთ ის პროდუქტები, რომლებიც კარგად იტანს ტემპერატურის ცვლილებებს: კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი, წვენი და წყალი. ასევე, შეგიძლიათ ამ სექციაში განათავსოთ კარაქი და ყველი.
პროდუქტები, რომლებიც არ უნდა შეინახოთ მაცივარში
არსებობს ბევრი პროდუქტი, რომელსაც მაცივარში შენახვა არ სჭირდება. მეტიც, შესაძლოა მისი გემოვნური თვისებები და ტექსტურა გაუარესდეს კიდეც. მაგალითად, პომიდორი მაცივარში კარგავს გემოს, ხახვი და ნიორი მაცივარში რბილდება, ბანანი მაცივარში შავდება, თაფლი მაცივარში კრისტალდება, პური კი სწრაფად შრება.
არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ ორგანიზება არ არის საკმარისი. პროდუქტების ხანგძლივი შენახვისათვის მაღალი ხარისხის, თანამედროვე მაცივარია საჭირო.
,,კუპერსბერგის” თანამედროვე მაცივრები, No-Frost სისტემით, Fresh-Zone ტექნოლოგიითა და ჰაერის იონიზაციით, იდეალურ პირობებს ქმნის საკვების შესანახად. No-Frost სისტემა მთელ კამერაში ტემპერატურას თანაბრად ანაწილებს, Fresh-Zone-ში ჰაერის ტემპერატურა მიახლოებულია 0°С-ს, სადაც ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, კენკრა, ყველი და ზღვის პროდუქტები დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ გემოვნურ თვისებებს, ხოლო ჰაერის იონიზაცია ამცირებს ბაქტერიების წარმოქმნას და არასასიამოვნო სუნს.
შეარჩიეთ გერმანული ბრენდის მაცივარი შოურუმებში ( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 14; თბილისში მოლში; სითი მოლი) ან ონლაინ მაღაზიაში, გაზიარებული რეკომენდაციების მიხედვით გაანაწილეთ პროდუქტები კამერაში და დიდხანს შეინარჩუნეთ ახალთახალი გემო.
R