"მოვამზადოთ სამარხვო მაიონეზი სახლში..." - ცნობილი მოდელის ლიკა კვარაცხელიას რეცეპტი
ცნობილი მოდელი და წამყვანი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის თავის გამომწერებს სამარხვო მაიონეზის რეცეპტს უზიარებს:
ინგრედიენტები:
- ქილის ბარდის ან მუხუდოს სითხე (აკვაფაბა) – 80-100 გრ
- ზეითუნის ზეთი (ნეიტრალური გემოთი) – 200 გრ
- მდოგვი – 1/2 ჩაის კოვზი
- მარილი – 1/3 ჩაის კოვზი
- შაქარი – 1 ჩაის კოვზი
- ძმარი ან ლიმონის წვენი – 1 სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
- ბლენდერში ან მაღალი ჭიქის ფორმის კონტეინერში ჩაასხით აკვაფაბა და ზეთი.
- დააფიქსირეთ ბლენდერი ჭიქის ძირში და დაიწყეთ ნაზად ათქვეფა, სანამ მასა გასქელდება.
- დაამატეთ მდოგვი, ძმარი, შაქარი და მარილი.
- მოურიეთ და სურვილისამებრ დაარეგულირეთ გემო – შეგიძლიათ დაამატოთ მეტი ლიმონის წვენი, მარილი ან შაქარი.
- მიღებული მასა გადაიტანეთ კონტეინერში.
- გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში 1-2 საათით.
რჩევები:
- შეგიძლიათ, ჯერ მხოლოდ აკვაფაბა ათქვიფოთ და შემდეგ ეტაპობრივად დაამატოთ ზეთი, რაც უკეთეს ემულსიას უზრუნველყოფს;
- სითხისა და ზეთის რაოდენობა შეგიძლიათ დაარეგულიროთ, სასურველი სისქის მისაღებად;
- არომატის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაუმატოთ ნიორი, შავი პილპილი ან სხვა სანელებლები.
გემრიელად მიირთვით!