"ეს საკვები ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას..." - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი და რომელი პროდუქტები გვეხმარება დღეგრძელობაში?
ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე გადაცემაში "შუადღე" საუბრობს იმ საკვების შესახებ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს და ასახელებს იმ პროდუქტებსაც, რომლებიც დღეგრძელობაში გვეხმარება:
- სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. არსებობს გენეტიკური ფაქტორები, ასევე გარემოფაქტორები. არის მავნე ფაქტორები, რომლებსაც ვერ ვცვლით და ამავდროულად, არსებობს ისეთი მავნე ფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეგვიძლია. ეს არის ისეთი მავნე ჩვევების მოშორება, როგორებიცაა მოწევა, ალკოჰოლი... მათ შორისაა, მავნე საკვებიც. საკვების არჩევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს ხარისხს, მიღების დროს, კვების გრაფიკსა და იმ კომპონენტებს, რასაც ის შეიცავს. შესაძლებელია, გემრიელი საკვები ჯანსაღიც იყოს.
ოქსიდაციური სტრესი თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის ბალანსის დარღვევაა. თავისუფალი რადიკალებისა და ოქსიდაციური სტრესის შედეგად, ზიანდება ქსოვილები და ვითარდება ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ, რასაც შემდეგ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება მოსდევს. ამ ყველაფრის თავიდან არიდებისთვის საჭიროა, ორგანიზმს ჭარბად მივაწოდოთ ის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ოქსიდაციურ სტრესს დაგვიქვეითებს. ბუნებრივად ამის გაკეთება შესაძლებელია საკვებითაც. ამაზე ასევე მოქმედებს ძილის რიტმი, წყალი, ფიზიკური აქტივობა.
რაც უფრო პროცესირებული ხორცია, სწრაფი ათვისების ნახშირწყლებია გამოყენებული, მით უფრო მავნეა პროდუქტი. მნიშვნელოვანია, სწორი ჩვევების ჩამოყალიბება ბავშვთა ასაკში მოხდეს. მაგალითად, კარტოფილი უმჯობესია, სახლში შევწვათ ან გამოვაცხოთ...განაგრძეთ კითხვა