"ენდოკრინოლოგები შვრიას იმის გამო ვიყენებთ, რომ..." - რა უნდა ვიცოდეთ პროდუქტის მიღებისას: ინტერვიუ ლაშა უჩავასთან - Gemrielia.ge

"ენდოკრინოლოგები შვრიას იმის გამო ვიყენებთ, რომ..." - რა უნდა ვიცოდეთ პროდუქტის მიღებისას: ინტერვიუ ლაშა უჩავასთან

"შვრია ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რაა, რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბოჭ­კოს შე­ი­ცავს. გა­მო­ირ­ჩე­ვა ბევ­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბით. მდი­და­რია უჯრე­დი­სით და შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, ნაწ­ლა­ვურ მიკროფ­ლო­რა­ზე, ანუ ბაქ­ტე­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მის­თვის ბევრ საქ­მეს აკე­თებს. ზე­მოქ­მე­დე­ბენ რო­გორც იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე, ასე­ვე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ზე, კუ­ჭის მო­ნე­ლე­ბა­ზე, შე­წო­ვა­ზე და ა.შ." - გვე­უბ­ნე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა.

შვრი­ით ჩვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და არა მარ­ტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბოლო დროს გა­ჩე­ნილ­მა პო­ლე­მი­კამ. მარ­თლაც უნდა მი­ვი­ღოთ თუ არა შვრია, აქვს თუ არა მას და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი, გა­მო­დევ­ნის თუ არა ორ­გა­ნიზ­მი­დან კალ­ცი­უმს, ამ თე­მებ­ზე ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- დღეს­დღე­ო­ბით შვრი­ის ფან­ტე­ლი მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტია, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა მიზ­ნით მო­იხ­მარს...

- ასეა, რად­გან ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი, რაც მას­ში შე­დის, რო­გორც ვთქვით, არის ბოჭ­კო. შე­ი­ცავს ასე­ვე ბევრ მი­ნე­რალს, - მაგ­ნი­უმს, სე­ლე­ნი­უმს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში დიდი როლს ას­რუ­ლებს. მას­ში შე­დის ასე­ვე ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­გო­რიც არის ფი­ტი­ნი, - ის ხელს უშ­ლის ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის შე­წო­ვას, გარ­და ამი­სა, ხელს უწყობს კალ­ცი­უ­მის გა­მო­დევ­ნას. თუმ­ცა შვრი­ა­ში ის იმ­დე­ნად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაა, რომ ორ­გა­ნიზმს დიდ ზი­ანს ვერ მი­ა­ყე­ნებს...

- ანუ თუნ­დაც ერთი ულუ­ფის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ორ­გა­ნიზმს დიდ ზი­ანს არ აყე­ნებს?

- არა, ასეა. მით უმე­ტეს, თუ დი­ლის სა­უზ­მე­ზე, შვრი­ას­თან ერ­თად, ვი­ღებთ რძის ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს - ხა­ჭოს, რძეს, ყველს და ა.შ. ის მო­საზ­რე­ბა, რომ შვრი­ამ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი­დან კალ­ცი­უ­მი გა­მო­დევ­ნოს, გა­მო­რე­ცხოს (რო­გორც ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უწო­დე­ბენ), მსგავ­სი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა გარ­და ბოჭ­კო­სი, შვრი­ას ორ­გა­ნიზ­მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია აქვს, რად­გან შე­ი­ცავს ე.წ. მრთმი­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბებს. მათ შე­უძ­ლია კუ­ჭის ლორ­წო­ვან­ზე ამო­ფე­ნა, ერ­თგვა­რი გარ­სის შექ­მნა, რაც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა ტი­პის საკ­ვე­ბის­გან კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნის დაც­ვა­ზე. ესეც მისი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­აა. შვრი­ა­ში, რო­გორც სხვა მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რა­ში არის ნახ­შირ­წყლე­ბი, აქვს თვი­სე­ბა მარ­ტი­ვად და­ა­ნაყ­როს ორ­გა­ნიზ­მი. რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ შვრი­ის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მის რა სა­ხე­ო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი და რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბის წეს­ზე. ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს...განაგრძეთ კითხვა