5...

ფილტრი

      უგემრიელესი სამარხვო სტაფილოს კექსი - მარტივი რეცეპტი ვაჟა წულუკიძისგან - Gemrielia.ge

      უგემრიელესი სამარხვო სტაფილოს კექსი - მარტივი რეცეპტი ვაჟა წულუკიძისგან

      თუ გსურთ მარტივი, გემრიელი და სამარხვო დესერტი მოამზადოთ, მაშინ ვაჟა წულუკიძის სტაფილოს კექსის რეცეპტი თქვენთვისაა. ცომის მოსამზადებლად 15 წუთიც კი საკმარისია, შედეგით კი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს ნამდვილად გააოცებთ. გემრიელთან ერთად კექსი სამარხვოცაა. ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ მარხვის პერიოდშიც.

      ინგრედიენტები:

      • სტაფილო - 200 გრ.
      • სპრედი „ოდა“ - 150გრ
      • ფორთოხლის წვენი - 300 მლ.
      • შაქარი - 300 გრ.
      • ფქვილი - 400 გრ.
      • სოდა - 5 გრ.
      • გამაფხვიერებელი - 5 გრ.
      • დარიჩინი - 5 გრ.
      • ვანილინი - 1 პაკეტი
      • მუსკატის კაკალი - 2 გრ.
      • ქიშმიში - 100 გრ.
      • ნიგოზი - 100 გრ.

      მომზადების წესი:

      150 გრ. „ოდა“ გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში. „ოდა“ ქართული წარმოების სპრედია, რომელიც სრულად მცენარეულია. შესაბამისად, მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება სამარხვო კერძებში. „ოდა“ არ შეიცავს ტრანსცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს.

      oda-1-1744283157.jpg

      წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო, გაასუფთავეთ და გარეცხეთ ქიშმიში, მსხვილად დაჭერით ნიგოზი.

      თასში მოათავსეთ ფორთოხლის წვენი და შაქართან ერთად გათქვიფეთ. დაამატეთ სტაფილო, ქიშმიში, ნიგოზი და კარგად აურიეთ თასში არსებულ მასასთან ერთად. დაამატეთ გამაფხვიერებელი, სოდა, ვანილი, დარიჩინი და მუსკატის კაკალი. ყველაფერი კარგად გადაურიეთ და ორ ეტაპად დაამატეთ ფქვილი. მიღებული ცომი გადაანაწილეთ სამ ყალიბში ისე, რომ თითოში 550 გრ ჩადოთ.

      ცომის ზედაპირზე მთელ სიგრძეზე ზოლად მოათავსეთ „ოდას“ თხელი ნაჭრები. გამოაცხვეთ წინასწარ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვის რეჟიმზე 1 საათის განმავლობაში.

      სასურველია გამომცხვარი კექსი ერთი დღით მოათავსოთ კონტეინერში, რომ სინესტე გადანაწილდეს. მოაყარეთ შაქრის პუდრი და გემრიელად მიირთვით.

      R