2025 წლის სააღდგომო ჰიტი - დუბაის შოკოლადის არომატით მომზადებული პასკა, რომელიც სოციალურ ქსელებს იპყრობს
როგორც ჩანს, აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც არ სმენია დუბაის შოკოლადზე. გასულ წელს, ფსტის კრემითა და კადაიფით დამზადებულმა ტრენდულმა შოკოლადის ფილამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, იმდენად დიდი, რომ მსგავსი გემოებით თითქმის ყველაფრის მომზადება დაიწყეს. ახლა კი, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სოციალურ ქსელში მასობრივად გაჩნდა ამავე სტილში მომზადებული პასკების ფოტოები. გთავაზობთ სახლში მომზადებული პასკის რეცეპტს ფსტითა და კადაიფით.
დუბაის შოკოლადით ინსპირირებული პასკა - თანამედროვე სააღდგომო დესერტის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- ხორბლის თეთრი ფქვილი — 600 გ
- რძე (2.5%) — 300 მლ
- მშრალი საფუარი — 10 გ
- უშაქრო კაკაოს ფხვნილი — 50 გ
- თეთრი შაქარი — 150 გ
- კარაქი — 50 გ
შიგთავსისთვის:
- კადაიფი — 50 გ
- ფსტას კრემი — 5 გ
- სეზამის პასტა — 20 გ
- მარილი — გემოვნებით
მომზადების წესი:
ჯერ მოამზადეთ შოკოლადის ცომი. გააკეთეთ ჩვეულებრივი საფუარს ნაზავი: თბილ რძეს (არა ცხელს) დაამატეთ საფუარი და აურიეთ, ერთი სუფრის კოვზი შაქარი და ცოტა ფქვილი. კარგად აურიეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით;
ამასობაში კვერცხები და შაქარი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ კაკაო და კარაქი და კვლავ გადაურიეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
შემდეგ ნახევარ ფქვილში ჩაამატეთ საფუარს ნაზავი და კვერცხიანი მასა. გადაურიეთ, დააფარეთ ნაჭერი და გააჩერეთ 40 წუთით;
როცა ცომი ამოფუვდება, ხელით გადაზილეთ და დატოვეთ კიდევ 1 საათით. შემდეგ გადაანაწილეთ ცომი ფორმებში და დაელოდეთ კიდევ ნახევარი საათი;
წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ 180°C ტემპერატურაზე 20-25 წუთის განმავლობაში.
შიგთავსის მომზადება:
მოურიეთ კადაიფის ცომის ნამცეცები ფსტისა და სეზამის პასტასთან და მარილის მცირე რაოდენობასთან ერთად. როცა პასკა მზად იქნება და გაცივდება, შიგნით მოათავსეთ ეს შიგთავსი კონდიტერული ტომრის დახმარებით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შუაგული ჯერ ამოჭრათ და ბოლოს „თავი“ დააფაროთ.
მორთვა:
მორთეთ გემოვნებით — შეიძლება გამოიყენოთ გადნობილი შოკოლადი, ფისტაშკის პასტა ან თხილის ნამცეცები.