რაზე მიგვანიშნებს მუდმივად ცივი კიდურები? - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე გავრცელებულ პრობლემაზე
მუდმივად ცივი კიდურების მიზეზი ყოველთვის სისხლის ცუდი ცირკულაცია არ გახლავთ და ეს შესაძლოა, სერიოზულ დაავადებებზე, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე, ანემიაზე, შაქრიან დიაბეტზე მიგვანიშნებდეს. კიდევ რა დაავადებები შეიძლება, ამოვიცნოთ ცივი კიდურებით, თემაზე ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- ძალიან აქტუალური თემაა და მნიშვნელოვანია, ყველა მიზეზი კარგად მოვისმინოთ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი შესაძლოა, რეინოს ფენომენი იყოს. როდესაც სიცივეში გავდივართ, ჩვენი სისხლძარღვები ვიწროვდება, რომ სხეულმა სითბო არ დაკარგოს. რეინოს ფენომენის შემთხვევაში, ეფექტი უფრო მკვეთრადაა გამოხატული. სხეული სისხლძარღვებს მკვეთრად ავიწროებს და ტერფები და მტევნები განსაკუთრებით გვიზიანდება. არა მარტო კიდურის სიცივე შეიგრძნობა, ასევე კიდურების ფერიც იცვლება. თავიდან თითები ფერმკრთალი იქნება, მერე შეიძლება, მოლურჯო ელფერი ჰქონდეს, შემდეგ კი ვარდისფერი. თუ ჩვენ ფერის ცვლილება დავინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს რეინოს ფენომენი აქვს.
ცივი კიდურების პრობლემა შეიძლება, ანემიითაც იყოს გამოწვეული. ასეთ დროს სხეულში ერითროციტები, ჰემოგლობინი ცოტა რაოდენობითაა. ანემიის დროს სხეულში ჟანგბადის შემცველობა იკლებს. ვიდრე სისხლი ჟანგბადს კიდურებამდე მიიტანს, იქამდე სხვა ადგილები უკვე მოიხმარენ და მათ თითქმის აღარაფერი რჩებათ. ამიტომ, პაციენტებს, რომლებსაც ანემია აქვთ, თითების სიცივე აწუხებთ...განაგრძეთ კითხვა