"ვერანაირმა ექიმმა ვერ უშველა, მხოლოდ ამ 4 პროდუქტის კომბინაციის დახმარებით გამოჯანმრთელდა..." - უნივერსალური რეცეპტი, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა - Gemrielia.ge

"ვერანაირმა ექიმმა ვერ უშველა, მხოლოდ ამ 4 პროდუქტის კომბინაციის დახმარებით გამოჯანმრთელდა..." - უნივერსალური რეცეპტი, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ

კვერცხი, თაფლი, ლიმონი და კონიაკი - 4 პროდუქტით უნივერსალურ რეცეპტს ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" გვიზიარებს. ეს ჯადოსნური ხსნარი ბევრი დაავადებისაგან განკურნებაში დაგეხმარებათ, იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და თქვენს ორგანიზმს გააჯანსაღებს:

- ამ ოთხი პროდუქტის კომბინაცია განსაკუთრებულია. ეს რეცეპტი ჩემი მეუღლის დიდმა ბებიამ შვილიშვილისთვის გამოიყენა. შეუძლოდ იყო და ავადობის ჟამს გაუკეთა. საინტერესო იყო ის, რომ ვერანაირმა ექიმმა ვერ უშველა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ეს გურიაში გავრცელებული რეცეპტი იყო და კეთდებოდა კვერცხის, თაფლის, შაქრის, იმიტომ, რომ გურიაში პროდუქტები იოლად ფუჭდებოდა და შაქარი ინახავდა, კონიაკისა და ლიმონისაგან. ეს ადამიანი 2 კვირაში აბსოლუტურად გამოჯანმრთელდა... 3 წლიდან ჩემს ყველა შვილს ვაძლევდი.

აღმოჩნდა, რომ კვერცხის ნაჭუჭი ზუსტად იმ თანაფარდობაში მიკროელემენტებს შეიცავს, რაც ჩვენს ორგანიზმშია. ნაჭუჭი აპკის დონემდე უნდა დავიდეს, მაგარი არ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, 80%-ს წვრილი ნაწლავი შეიწოვს. თუ ჩვენს ორგანიზმში მიკროელემენტების თანაფარდობა აბსოლუტურ ნორმაშია, სულ რომ ვირუსებისა და ბაქტერიების ოკეანეში ჩაგვსვან, არაფერი დაგვემართება. ვერაფერი მოგვერევა...განაგრძეთ კითხვა